×

God of War-ს არ ექნება კონტენტის დამატება

God of War-ს არ ექნება კონტენტის დამატება

20 აპრილს ერთი წელი გადის ახალი God of War-ის გამოსვლიდან და ამ დღის საპატივცემულოდ სონიმ დაასაჩუქრა ფანები, ფლეისთეიშენ 4-ის ახალი სკინით, ახალი ავატარებითა და პატარა სამადლობელი ვიდეოთი.

კომპანიის მხრიდან ასეთი აქტივობის ფონზე, მოთამაშეებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ უბრალოდ მადლობაზე მეტს შეიძლება ველოდოთ, მაგალითად DLC-ის, რომელზეც რამდენიმე თვის წინ გააკეთა კომენტარი თამაშის რეჟისორმა და განმარტა, რომ არ უნდა ველოდოთ არანაირ დამატებით კონტენტს, რადგან 60$-ად მოთამაშეებმა მიიღეს ყველაფერი.

God of War-ის რეჟისორს, კორი ბარლოგს, კიდევ ერთხელ მოუწია განმარტებით გაკეთება ტვიტერის მეშვეობით: “არანაირი DLC არ გამოდის თამაშისთვის. ბოდიში.”

როგორც ირკვევა, ბარლოგს ქონდა დამატებითი კონტენტისთვის იდეა, მაგრამ, ის იმდენად ამბიციური იყო, რომ მაშინ უნდა გამოსულიყო ცალკე თამაშად, როგორც Uncharted: Lost Legacy-ზე მოხდა. შესაბამისად, კომპანიამ ეს იდეა დაივიწყა და God of War 2-ზე მუშაობა ამჯობინა.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე