God of War შეფასებების შეჯამება

მოიხსნა ემბარგო და God of War-ის გამოსვლამდე კვირა ნახევრით ადრე უცხოურმა, პოპულარულმა მედია საიტებმა შეძლეს, რომ გამოექვეყნებინათ განხილვები და შეფასებები.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, სანტა მონიკას სტუდიამ მოაბა თავი და შექმნა ახალი თამაში God of War-ის ფრენჩაიზში, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება წინა ნაწილებისგან, როგორც გეიმფლეით, ასევე შინაარსობრივადაც. თანამედროვე ძრავზეა აგებული მისი გრაფიკები და გეიმლფეი მექანიზმები, კამერის მოძრაობა და კომბატ სისტემა.

კრატოსის ახალი ისტორია ვითარდება მიდგარდში, სკანდინავიაში. მან მიატოვა ოლიმპო და ბერძნული მითოლოგიის ღმერთები (ყველას მოკვლის შემდეგ) და საკუთარ შვილთან ერთად, შეუერთდა ნორდულ მითოლოგიას. ჯერ უცნობია თუ რა კავშირი იქნება ძველ ტრილოგიასთან. კრატოსის შვილი კი ეხმარება მამას მთელი თამაშის მანძილზე კომპანიონის სახით, ის იბრძვის მის გვერდით და როგორც ჩანს დიდი ადგილი უკავია ზოგადად God of War-ის შინაარსში.

საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ნამდვილად არ გამოდგა თამაში იმედ გაცრუება და შეფასებების მიხედვით აშკარაა, რომ ღირდა და ჯერ კიდევ ღირს ლოდინი. God of War-მა აიღო უმაღლესი შეფასებები და უკვე უწოდებენ მას არამარტო წლის, არამედ ბოლო 10 წლეულის საუკეთესო თამაშსაც:

God of War გამოვა ექსკლუზიურად სონის კონსოლზე, Playstation 4-ზე 20 აპრილს.

მოგწონთ სტატია?

8 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე