×

GOG Galaxy 2.0 ბეტას კარი ყველასთვის გახსნა

GOG Galaxy 2.0 ბეტას კარი ყველასთვის გახსნა

არასდროს არ გდომებიათ, რომ ყველა თამაში, რომელიც ნაყიდი გაქვთ სხვადასხვა კომპანიების პლატფორმებზე, ერთ ადგილზე იყოს თავმყორილი და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე შეიძლებოდეს თამაშების ჩართვა?

რა თქმა უნდა ეს სურვილი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ აქამდე კომპანია არ არსებობდა, რომელიც ამას ითავებდა, რადგან ყველა თავის პლატფორმაზე ფიქრობს და ზოგადად მოთამაშეების აზრს დიდად არ ითვალისწინებს. საბოლოოდ კი, ისევ გეიმერების მიერ შექმნილმა CD Projekt Red-მა გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ გაახაროს საკუთარი (და არამარტო) ფანები.

რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, კომპანიამ გამოუშვა GOG Galaxy 2.0-ს ღია ბეტა ვერსია. ეს არ არის უბრალო აპლიკაცია, საიდან შეძლებთ თამაშების ჩართვას. Galaxy 2.0 საშუალებას გაძლევთ, რომ ერთმანეთთან დააკავშიროთ Steam, Uplay, Origin, Epic და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, Playstation და Xbox ბიბლიოთეკებიც. თუმცა, ბოლო ორის თამაშების თამაშს ვერ შეძლებთ კომპიუტერიდან, მხოლოდ მეგობრებისა და ბიბლიოთეკების დალაგება.

Galaxy 2.0 არის ადგილი, სადაც ნახავთ ყველა მიღწევას, მეგობრების სიას და რაც მთავარია (ჩვენთვის, კაი ქართველებისთვის), შეძლებთ არც ისე კანონიერი წესით დაყენებული თამაშების გამოჩენასაც.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სავალდებულოა, რომ კომპიუტერზე დაყენებული გქონდეთ ყველა სხვა კლიენტი, რომლის სინქრონიზაციაც გსურთ Galaxy 2.0-ში. სამაგიეროდ ერთი დაყენების შემდეგ, არასდროს აღარ დაგჭირდებათ მათი ჩართვა, რადგან ყველა ინფორმაცია თამაშების შესახებ ასახული იქნება Galaxy-ში.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე