×

Half-Life: Alyx-ს შეფასებების შეჯამება

Half-Life: Alyx-ს შეფასებების შეჯამება

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ვალვმა აღირსა გეიმინგ სამყაროს ახალი ფლაგმანური თამაში, თან ისეთი ფრენჩაზისი ნაწილი, როგორიცაა საკულტო Half-Life.

Half-Life: Alyx დღეს გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის და ასევე, დღეს მოიხსნა ემბარგო განხილვებზე, შესაბამისად პოპულარულმა საიტებმა, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ მიღებული თამაში განსახილველად, გამოაქვეყნეს საკუთარი შეფასებები.

Alyx-ს მოქმედება ვითარდება პირველ და მეორე ნაწილებს შორის. მთავარი გმირი ალიქს ვანსი და მისი მამა ილაი, დგამენ კომბაინის ტირანული მმართველობის შეჩერების საწყის ნაბიჯებს. თამაში ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად ვირტუალური სათვალეებისთვის, სტიმზე.

ქვემოთ კი ნახავთ მის შეფასებებს:

როგორც ჩანს, ვალვის პროექტმა ძალიან გაამართლა. ეს, რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხის მაჩვენებელია და მეტ წილად ნოსტალგიურუ ეფექტიც დაკრავს ამ შეფასებებს. საწმუხაროა, რომ Half-Life: Alyx ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ვირტუალი სათვალის მეშვეობით და ჩვეულებრივი, ღარიბი მოკვდავები ვერ შევძლებთ მის თამაშს.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე