×

Kingdom Come: Deliverance უფასოდ არის ერთი კვირით

Kingdom Come: Deliverance უფასოდ არის ერთი კვირით

ეპიკ გეიმსს საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნის დღიდან არ შეუწყვეტია უფასო თამაშების გაცემა. ძირითად, უფასო თამაშების სიაში არის პატარა, უცნობი, ინდი თამაშები. მაგრამ, ეს ყველაფერი ამ კვირაში შეიცვალა, როდესაც ეპიკმა ყველასთვის უფასო გახად Kingdom Come: Deliverance და დიდი ფასდაკლებები გაუკეთება თამაშების დამატებით კონტენტსაც.

რა თქმა უნდა, თუ ერთი კვირის მანძილზე მიიღებთ ამ თამაშს უფასოდ, ის სამუდაომ თქვენს ბიბლიოთეკაში დარჩება. ამისათვის კი საჭიროა, რომ კომპიოუტერზე დაინსტალირებული გქონდეთ ეპიკ გეიმსის ლაუნჩერი/მაღაზია და მოძებონ Kingdom Come: Deliverance. შემდეგ დააწვებით ყვითელ ღილაკს GET და voilà, თამაში სამუდამოდ თქვენი გახდება.

Kingdom Come: Deliverance გამოვიდა 2018 წლის დასაწყისში და დიდი პოპულარობა მოიპოვა ფანებსა და კრიტიკოსებს შორის. თამაშ დააფასეს რთული და საინტერესო კომბატისა და დიდი, ინტერაქტიული სამყაროს გამო. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ბევრი ტექნიკური პრობლემა იყო, დროთა მანძილზე Deep Silver-მა დახვეწა თითქმის ყველაფერი. ახალა კი, თქვენთითონ გაქვთ საშუალება, რომ ეს ნახოთ.

შეგახსენებთ, რომ Kingdom Come: Deliverance უფასოდ არის ეპიკის მაღაზიაში 20 თებერვლამდე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე