×

Mass Effect-ის ახალი ნაწილი დეველოპმენტშია

Mass Effect-ის ახალი ნაწილი დეველოპმენტშია

ძალიან წარუმატებელი წლებისა და რამდენიმე ჩავარდნილი თამაშის მიუხედავად, EA არ აპირებს BioWare-თან გამომშვიდობებას, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ, არ ემშვიდობება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზსს – Mass Effect-ს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ BioWare აპირებს მათი ბოლო პროდუქტის Anthem-ის მთლიანად შეცვლას, რაც იგულისხმება ცვლილებები გეიმფლეიში, მექანიკაში და ა.შ., ხოლო ამ სიახლესთან ერთად, დადასტურდა, რომ დეველოპერული კომპანია მუშაობს ფრენჩაიზის ახალ ნაწილზე, მაგრამ ის ჯერ კიდევ დეველოპმენტის საწყის სტადიაზეა.

ამასთან ერთად, კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა გააზიარა რამდენიმე კონცეფტ არტი. კომპანიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ Mass Effect-ის მომავალი ნათელია.

მომვალი Mass Effect-ის კონცეფტ არტი

BioWare ასევე მუშაობს მომდევნო Dragon Age-ზე, მაგრამ ჯერ ამის შესახებ არაფერი კონკრეტული არ არის ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე