სიახლეები

Metal Gear Survive პირველი გეიმფლეი ტრეილერი

კონამიმ წარადგინა Metal Gear-ის ფრენჩაიზის სპინ-ოფ თამაშის სიუჟეტური რეჟიმის გეიმფლეი ტრეილერი კომენტარებით, სადაც კარგად ჩანს თუ რას უნდა ველოდოთ თამაშისგან.

კოჯიმა აღარ იღებს მონაწილეობას მეტალ გიერის სერიებში, მაგრამ რადგანაც კონამის დატოვებული აქვს ინტელექტუალური საკუთრება ფრენჩაიზზე, გადაწყვიტეს, რომ გაეგრძელებინათ პროექტი და შეექმნათ Metal Gear Survive, რომელიც განსხვავდება სხვა ნაწილებისგან. რა თქმა უნდა ფანების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, იმიტომ რომ კოჯიმა არ არის ჩართული შექმნის პროცესში.

თამაშის მთავარი აქცენტი კეთდება კოოპერატიულ ონლაინ რეჟიმზე, სადაც მოთამაშეები უნდა შეებრძოლონ ზომბების ხროვებს, მაგრამ Metal Gear Survive-ს აქვს სრულყოფილი სიუჟეტური რეჟიმი, სწორედ ამ უკანასკნელზეა გაკეთებული აქცენტი კომენტარებიან ტრეილერში.

ტრეილერიდან ჩანს, რომ თამაში საკმაოდ მოცულობითია, თქვენ შეგეძლებათ ბაზის აშენება, მოგიწევთ სამყაროში სხვადასხვა ნაწილების მოძიება ნივთების შესაქმნელად და რაც მთავარია უნდა გადაურჩეთ ზომბებს.

საინტერესოა თუ როგორ პროდუქტს წარადგენს საბოლოოდ კონამი. აუცილებელია, რომ Metal Gear Survive იყოს ძალიან კარგი, თორემ, სხვა შემთხვევაში კომპანია ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ფანებთან და ფრენჩაიზთან მიმართებაში. შეიძლება, კოჯიმას წასვლის შემდეგ, უნდა დახურულიყო კიდევ ყველა პროექტი მეტალ გიერთან დაკავშირებთ. Metal Gear Survive გამოვა 18 ნოემბერს ახალი თაობის პლატფორმებზე.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *