×

Metro Exodus იქნება ეპიკის ექსკლუზივი ცოტა ხნით

Metro Exodus იქნება ეპიკის ექსკლუზივი ცოტა ხნით

ექსკლუზიურობა გაგრძელდება 12 თვის მანძილზე, მაგრამ ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს სტიმს და ვალვიც საკმაოდ შეშფოთებულია ამ ფაქტით.

Deep Silver-მა მიაღწია შეთანხმებას ეპიკის მაღაზიასთან და სწორედ ამ შეთანხმების თანახმად, ექსკულზიურობის გარდა, Metro Exodus ეღირება 50$ ნაცვლად 60$-სა. როგორც კოპმანიაში აცხადებენ, ეს შესაძლებელი გახდა ეპიკის ხელგაშლილი მოგების გადანაწილებით. ასევე, უფრო იაფი ეღირება დელუქს ვერსია 85$-ის ნაცვლად 75$. Deep Silver-ის განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ მეტი ინვესტიცია ჩადონ სამომავლო პროექტებში და უფრო გაამყარონ ურთიერთობა ეპიკთან.

საინტერესო ისაა, რომ ამდენი ხნის მანძილზე მეტრო ექსოდუსი გამოქვეყნებული იყო სტიმზე და უპრობლემოდ შეიძლებოდა მისი წინასწარ შეძენა. დღეს ეს ფუნქციაც გაითიშა, მაგრამ გამომცემლობა იუწყება, რომ მოთამაშეებს არ უნდა შეეშინდეთ, რადგან ვინც წინასწარ შეიძინა უკვე სტიმზე, ისინი თავისუფლად შეძლებენ თამაშს სტიმის ბიბლიოთეკიდან და არც DLC-ები არ დაებლოკებათ. მაგრამ, მაინც გაურკვეველ მდგომარეობაში რჩება ის ხალხი, ვინც 60$ გადაიხადა თამაშში, რომელიც დღეიდან 50$ ეღირება სხვა მაღაზიაში. რა თქმა უნდა ფულის დაბრუნებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ამასობაში ვალვმაც უპასუხა Deep Silver-ის ამ საქციელს, მათ ბოდიში მოუხადეს სტიმის მომხმარებლებს: “ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო სტიმის მომხმარებლებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამდენი ხანია რაც წინასწარი შეძენა არის ნება დართული. ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს, მაგრამ ჩვენც მხოლოდ ახლა მივიღეთ ინფორმაცია კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად არ გვქონია სათანადო დრო, რომ გაგვეფრთხილებინა მოთამაშეები.”

Metro: Exodus მეორე დიდი თამაშია, რომელიც გადავიდა ექსკლუზიურად ეპიკის მაღაზიაში, The Division 2-ის შემდეგ. შეიძლება ეს მხოლოდ 12 თვე გაგრძელდება, მაგრამ თამაშის გაყიდვების ძალიან დიდი ნაწილი ხდება პირველ რამდენიმე თვეში, ამიტომ 1 წლის მერე დიდი მნიშვნელობა აღარც ექნება ამას. ეპიკმა არამარტო გამოუცხადა ომი სტიმს, არამედ ძალიან მარტივად ამარცხებს, იმ მარტივი მიზეზით, რომ გაყიდვებიდან მხოლოდ 12%-ს ითხოვს, 30%-ის ნაცვლად.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე