Metro Exodus ხანგრძლივი გეიმფლეი ვიდეო

მეტროს ახალი ნაწილი, 4K-ში გამოიყურება საოცრად ლამაზად და ჩანს სამყაროზე დეტალური ნამუშევარი.

E3 2018 გრძელდება, კომპანიებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვთ, რომ თითონ მოსინჯონ ჯერ კიდევ არ გამოსული თამაშები. მათ შორის კი ერთ-ერთია Metro Exodus.

მეტროს ფრენჩაიზი ყოველთვის იყო პოპულარული საკუთარი გრაფიკითა და ვიზუალური ეფექტებით, რადგან დეველოპერებმა ძალიან კარგად შეძლეს პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს გარემოს შექმნა. მაგრამ, აშკარაა, რომ Metro Exodus სულ სხვა სიმაღლეზე აჰყავს ყველაფერი.

ეს არის პირველი თამაში ფრენჩაიზში, როდესაც მეტროს გვირაბების ზემოთ, მოსკოვის ქუჩებში უფრო ხშირად ხდება მოქმედება ვიდრე უშუალოდ გვირაბებში. შესაბამისად დეველოპერებს ორმაგად და სამმაგად მეტი სამუშაოს ჩატარება მოუწიათ. თოვლიანი მოსკოვი კი იდეალურად არის შესრულებული.

საინტერესოა, რომ თამაშში ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული დღესა და ღამეზე, რა დროშიც სრულებით იცვლება გარშემო სამყაროს დამოკიდებულება. ასევე ნათლად არის განსხვავება წარმოდგენილი მეტროსა და მოსკოვის ქუჩებს შორის, ორივეს აქვს საკუთარი უნიკალური თავისებურებები.

დანარჩენს თქვენ თითონაც უყურებთ ზემოთ.

Metro Exodus გამოვა 2019 წლის 22 თებერვალს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

მოგწონთ სტატია?

3 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე