სიახლეები

Mortal Kombat 11 გამოსვლის თარიღი და ტრეილერი

ახალი მორტალ კომბატი დაანონსდა თამაშების დაჯილდოების ცერემონიაზე და საოცარ ტრეილერთან ერთად, ცნობილი გახდა მისი გამოსვლის თარიღიც.

Mortal Kombat 11 გამოვა 2019 წლის 23 აპრილს PC, Xbox One, Playstation 4 და Nintendo Switch-ის პლატფორმებზე. მეტი ინფორმაცია წინასწარ შეძენილ კონტენტთან და პერსონაჟებთან დაკავშირებით ცნობილი გახდება 17 იანვარს, თამაშის ოფიციალურ გამოვლინებაზე. ასევე ვიცით, რომ წინასწარ შეძენის შემთხვევაში, მოთამაშეებს წვდომა ექნებათ დახურულ ბეტაზე და შაო ხანის პერსონაჟზე.

ტრეილერში ნაჩვენებია სკორპიონისა და რეიდენის სინემატიკური ბრძოლა. მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ შეცვალონ პერსონაჟების შესახედაობა (ჩაცმულობა და სხვა დეტალები) და მებრძოლეების როსტერი იქნება ახლებისა და ძველების ნაზავი. პერსონაჟების სიის ძირითად სიას მივიღებთ 17 იანვარს და დიდი ალბათობით, ძველი ნაწილების მსგავსად, იქნებიან სხვა აიკონური ფრენჩაზიების პერსონაჟებიც.

აღსანიშნავია, რომ Mortal Kombat 11 აგებულია ახალი ძრავზე და ექნება ცოტათი განსხვავებული სტილის, სინემატიკური სიუჟეტური რეჟიმი. თამში გამოვა 23 აპრილს.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *