განხილვები

Mortal Kombat XL განხილვა

რამდენიმე წლიანი დუმილის შემდეგ გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო მრავალწლიანი ისტორიის მქონე საბრძოლო-არკადული ფრენჩაიზის რებუტი. პირველი მცდელობა, 2011 წელს, საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მაგრამ არა სრულყოფილი. კარგი, მაგრამ არა იდეალური. ამიტომ საჭირო იყო სიახლე, რომელიც მყარად დაიკავებდა დიდ ადგილს საბრძოლო ჟანრში და გაახსენებდა ხალხს Mortal Kombat-ის სახელს. სწორედ ასეთი ნაბიჯი იყო 2015 წლის Mortal Kombat X. რა თქმა უნდა იდეალური და უშეცდომო არაფერია, მითუმეტეს არცერთი თამაში, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა ყოველთვის შეიძლება, რაც შეძლო უახლესმა მორტალ კომბატმა, არამარტო მიაღწია მიზანს, არამედ ბევრისთვის გადააჭარბა კიდეც, თავისი უშეცდომო გეიმფლეით, მშვენიერი ონლაინ რეჟიმით, მიუხედავად ასე თუ ისე უაზრო შინაარსით, ზედმეტი ჩახლართვებითა და რამდენიმე კლასიკური პერსონაჟების ნაკლებობით.

მორტალ კომბატის მეათე ინსტალაციას პოპულარული ონლაინ რეჟიმის, ფრაქციებისა და ცოცხალი შენობების გარდა (ამ ყველაფერს ცოტა ხანში მივუბრუნდებით), აქვს საკმაოდ ჩახლართული შინაარსის სიუჟეტური რეჟიმი. შინოკი, შაო კანის დამარცხების შემდეგ, ქუან ჩისთან ერთად გადაწყვეტს, რომ შეუტიოს რეიდენის მიერ დაცულ სამყაროს. ხოლო ქუან ჩი თავის მხრივ ააცოცხლებს ყველას, ვინ დაიღუპა შაო კანთან ბრძოლის დროს, კეთილსაც და ბოროტსაც. ჩვენი და არამარტო ჩვენი, სამყაროს გმირები კიდევ ერთხელ უნდა გაერთიანდნენ და დაამარცხონ მტრების გამანადგურებელი ძალა. სისტემა იგივეა, Netherrealms-ის სტილის, როგორიც იყო Injustice-ში, და 2011 წლის MK-ში.

მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მარტივი შინაარსის სწორხაზოვანი განვითარება. სცენარისტებს სურდათ, რომ თამაშში დაემატებინათ ორი რამ: მეტი პერსონაჟი, ოღონდ არა როგორც მტაცებელი ან ჯეისონ ვორჰი, არამედ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ჩაჯდებოდნენ მორტალ კომბატის ფრენჩაიზში და ისტორიაში და ასევე, მათ სურდათ, რომ უშუალოდ კომბატის გეიმფლეი უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ. ამ ორმა მცდელობამ კი, საგრძნობლად ჩახლართა, როგორც შინაარსი, ასევე მორტალ კომბატის უკვე არსებული სამყარო. ამ შემთხვევაში პირველი ხარისხოვანი პირები აღარ არიან ცნობილი ჯონი ქეიჯი და სონია ბლეიდი, ახლა უკვე მათი შვილები გახდნენ მთავარი გმირები და MKX-ში გაჩნდა ბევრი ასეთი ძველი თაობის მომავალი. ამ ყველაფერმა მოაგვარა პერსონაჟების დამატების ბროლმა. შემდეგ კი დაამატეს რამდენიმე სხვადასხვა თაიმლაინი, სადაც გამოჩნდა ერთი და იგივე პერსონაჟების სხვადსხვა, ასე ვთქვათ, რეინკარნაცია, ვარიანტი, საბრძოლო სტილი. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გამოიწვია სერიოზული არეულობა ისტორიაში, რაც დიდი ალბათობით მოსაწყენი და გაუაზრებელი იქნება მათთვის, ვინც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეყიდა MKX ჩხუბისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესო და ინტრიგული იქნება ფრენჩაიზის ჰარდკორ ფანებისთვის.

Mortal Kombat XL-ს შემოყავს ძალიან ბევრი დამატებითი პერსონაჟი, რომლებიც არაფრით არ არიან დაკავშირებულნი ფრენჩაიზთან, მაგრამ ძალიან დიდ მრავალფეროვნებას და სიახლეებს მატებენ მას. მტაცებელი, უცხოპლანეტელი, ჯეისონ ვორჰი და ტყავის-სახე (Leatherface). კლასიკური ჰორორ ფილმების ოთხივე პერსონაჟს ეტყობათ, რომ არ არიან უბრალოდ სკინებად გადმოტანილები, თითოეული არის კარგად დამუშავებული, საკუთარი ისტორიულად დამახასიათებელი კომბოებით და ჩხუბის სტილით. მთლიანად თამაშის ჩხუბის სისტემა არის ძალიან კარგად აგებული, თუნდაც მეორე ადამიანთან ან კომპიუტერთან თამაშის დროს, იგრძნობთ, რომ მთლიანი ჩხუბი მდინარესავით ლამაზად და უშეცდომოდ   მოძრაობს. კომბოების ძალიან ბევრი ვარიანტი, შესაძლებლობა, რომ თავისუფლად გადააბა ერთმანერთს რამდენიმე მოძრაობა. MKX-ში ჩხუბი ნამდვილად არის საბრძოლო თამაშისთვის შესაფერისი, თითქმის იდეალური. საერთოდ არ არის რთული კონტროლერის გამოყენება და მორგება გეიმფლეიზე. სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით რა იქნება კლავიატურით, ან რატო უნდა ითამაშოთ კლავიატურით MK. ყოველ შემთხვევაში ჩხუბის ასეთი სისტემის თამაში ქმნის სრულიად განსხვვებულ  და დადებით გამოცდილებას, რაც აკლია საკმაოდ ბევრ, მსგავსი სტილის, თამაშს. თუნდაც, ყველაფრის გარეშე,  MK-ის მშვენიერი „რენტგენული შეტევა“ და ფინალური Fatality, პირველი მოწინააღმდეგეს აკლებს საკმაოდ ბევრს, ხოლო მეორე კარგად ასრულებს ბრძოლას. თან ორივე შეტევა ძალიან ლამაზს ხდის მთლიან სანახაობას, და ნუ, რა თქმა უნდა არასდროს არ მოგბეზრდებათ ძვლების გადატეხვის და ორგანოების ამოგლეჯვის ყურება.

სხვა სერიებისგან განსხვავებით დამატებულია ჩხუბის დროს გარემოს გამოყენება სხვადასვა კომბოებისთვის ან თუნდაც თუ მოწინააღმდეგე მიგიმწყვდევთ, უცებ თავის დაღწევისთვის. რაც ეხმარება გეიმფლეის მრავაფეროვნებაში. მოგბეზრდათ სულ ერთი დარტყმის გაკეთება? არაა პრობლემა, ესროლეთ მოხუცი მაყურებელი თქვენს მოწინააღმდეგეს. ამას კი ემატება ძალიან ლამაზი ვიზუალი და გრაფიკა, რაც ერთგვარ სიამოვნებას განიჭებთ თამაშის დროს. MKXL-ს ეტყობა, რომ ყველა საბრძოლო ტერიტორია დეტალურად არის დამუშავებული და როგორც ხდება ხოლმე, უკანა ფონი არაა მიფუჩეჩებული.

ალბათ დამეთანხმებით, რომ საბრძოლო თამაშში, კომპიუტერთან ჩხუბი კარგი და გასართობია, მაგრამ ამით ვერასდროს ვერ შეაფასებთ თქვენს რეალურ ძალასა და შესაძლებლობებს, ამისათვის საჭიროა ნამდვილ ადამიანთან შერკინება. ამიტომაცაა, რომ, საბრძოლო თამაშში თავდაპირველი ყურადღება ექცევა მის ონლაინ რეჟიმს, როგორ მუშაობს იგი და კარგად არის თუ არა მოთამაშეების არჩევის ალგორითმი გაკეთებული. აქ შეიძლება სუბიექტური გამოვიდეს ჩემი აზრი, რადგან შეუძლებელი იყო გამომეცადა ონლაინ დაკავშირება თამაშის ყველა ეტაპზე, მაგრამ რაც დავტესტე იყო ძალიან კარგი, არცერთხელ არ იყო საგრძნობლად დიდი ლეველის მქონე მოწინააღმდეგე, ან უაზროდ დაბალი დონის მოთამაშე. მაგრამ ეს არ დაგიხსნით ხანდახან ლაგებისგან, რომელიც შეუძლებელს ხდის თამაშს და რაც მთავარია ღმერთმა დაგიფაროთ ცუდი ინტერნეტით ონლაინ მატჩის დაწყება, მაშინ ნახავთ რა არის წამება. ამასთან ერთად MKX-ში დამატებულია ონლაინ ფრაქციები, რაც არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანს არ მობეზრდეს ყოველდღე მისი თამაშის ჩართვა და ჩხუბის ან შენობების წამოწყება.  ფრაქციის არჩევის შემდეგ, ნებისმიერი თქვენი მოქმედება მატებს ქულებს ამ ფრაქციას და კვირაში ერთხელ გამარჯვებული გუნდი იღებს საკმაოდ საინტერესო საჩუქრებს და ხსნის ახალ ნივთებს. ფრაქციების ყველაზე კარგი მოდი არის ცოცხალი შენობები, რომელიც მიუხედავად კომპიუტერთან თამაშისა, რეალურად ბოლომდე ტესტავს თქვენს უნარებს.

ამიტომ, არც სიუჟეტური რეჟიმი და არც ონლაინი მოსაწყენი არაა. სამწუხაროდ რაც თამაშს აფუჭებს, არის მიკროტრანზაქიცები, მაგრამ საბედნიეროდ ეს ამით ვერ იყიდით ისეთ რამეს, რაც გააძლიერებს მოთამაშის პერსონაჟს და სხვებზე მაღლა დააყენებს.

დასკვნა
Mortal Kombat XL არის სახელის ღირსეული გამგრძელებელი. მისი სიუჟეტი შეიძლება მოსაბეზრებელი და ზემდეტად ჩახლართული იყოს დამწყები მოთამაშეებისთვის, მაგრამ არა ხანგრძლივი ფანების დიდი ნაწილისთვის. ახალი პერსონაჟები, მათ შორის ჰორორ ფილმების კლასიკური მონსტრები, ნამდვილად სასიამოვნოს და მრავალ ფეროვანს ხდიან გეიმფლეის. MKXL გამოირჩევა თავისი გრაფიკითაც და დეტალური ვიზუალებისგან. რაც მთავარია თამაშის ონლაინ რეჟიმი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის და ფრაქციებს შემოაქვს ახალი სული სერიებში.
9.3
მშვენიერი

მოგწონთ სტატია?

5 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე