×

Need for Speed: Heat ბოლო ტრეილერი გამოსვლამდე

Need for Speed: Heat ბოლო ტრეილერი გამოსვლამდე

გახსვოვთ, რომ წელს ახალი Need for Speed გამოდის? მეტიც, ის სულ რაღაც 10 დღეში გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

Need for Speed: Heat-ის მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მოთამაშეებს შეეძლებათ საკუთარი დიზაინების შექმნა მანქანებზე. დეველოპერების განცხადებით, უკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა აპლიკაცია და შექმნა საკუთარი დიზაინის მანქანა. მარკეტინის ნაწილში, Heat-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, პოპულარული ინფლუენსერები წარადგენენ რამდენიმე საუკეთესო დიზაინს მაიამიში.

Palm City, რომელიც რეალურად არის მაიამის ექვივალენტი არის ნეონური ქალაქი, სადაც დღისითაც და ღამითაც შეიძლება სხვადასხვა სახის აქტივობების მოძებნა. ამასთან ერთად, ქალაქში შესაძლებელია 32 მოთამაშიანი გუნდების ერთად ყოფნაც.

Need for Speed: Heat გამოვა 8 ნოემბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე