×

Nioh 2-ის შინაარსობრივი ტრეილერი და DLC ინფორმაცია

Nioh 2-ის შინაარსობრივი ტრეილერი და DLC ინფორმაცია

დეველოპერებმა გამოუშვეს თამაშის პირველი შინაარსობრივი ტრეილერი, სადაც ნაჩვენებია თუ რას უნდა ველოდოთ Nioh 2-ის ისტორიიდან. ამასთან ერთად, საუბარი იყო თამაშის დამატებით კონტენტზე მის გამოსვლის შემდეგ.

Nioh 2-ის მოქმედება ვითარდება იაპონიაში, ძლიერი ომიანობის პერიოდში. მთავარი პროტაგონისტი არის დაქირავებული ჯარისკაცი, რომელიც ნადირობს, ომისგან განადგურებულ კუნძულზე დაბრუნებულ დემონურ სულებზე – იოკაებზე. თითონ ჯარისკაციც არის ნახევრად იოკაი, რომელიც იყენებს საკუთარ ძალებს რომ დაამარცხოს დემონები. საბოლოოდ, მთავარი პროტაგონისტი დაკარგავს კონტროლს საკუთარ ძალებზე და ახლა სხვის დახმარებით უნდა დაიბრუნოს ძალები და განაგრძოს გზა.

თამაშის გამოსვლის შემდეგ, დეველოპერების თანახმად, გამოვა 3 დიდი დამატებითი კონტენტი, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული ისტორიები, იარაღები და დროის პერიოდი.

Nioh 2 გამოვა 2020 წლის 13 მარტს, ექსკლუზიურად PlayStation 4 კონსოლზე

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე