×

Plague Inc.-ის ახალი მოდი გაძლევს მსოფლიოს გადარჩენის შანსს

Plague Inc.-ის ახალი მოდი გაძლევს მსოფლიოს გადარჩენის შანსს

როდესაც Plague Inc. გამოვიდა, არავის არ ეგონა თუ მომავალში რეალობაში დაიწყებოდა მისი თამაში, მსოფლიოს მასშტაბით. თამაშის მიზანია, რომ დაიწყო ვირუსი და სანამ სახელმწიფოები და მეცნიერები შეძლებენ ვაქცინის გამოგონებას, მანამდე უნდა დახოცოთ მსოფლიო ყველა ადამიანი. ეს ყველაფერი კი უნდა გააკეთოთ ვირუსის სხვადასხვა გზებით გაძლიერებით.

ბოლო ორი თვის მანძილზე, თამაშს ძალიან ბევრი ადამიანი შეემატა და ყველა ცდილობდა კორონავირუსით მსოფლიოს განადგურება. Plague Inc. იმდენად პოპულარული გახდა, რომ დეველოპერებმა განცხადებაც კი გააკეთეს, რომ ხალხს სერიოზულად მიეღო მსოფლიოში არსებული პრობლემა და გართობისთვის არ ამოეწყვიტათ შვიდ მილიარდზე მეტი ადამიანი.

დღეს, Plague Inc.-ის უკან მდგომმა დეველოპერებმა, Ndemic-მა, საკუთარ ბლოგზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მზად არიან, რომ გამოუშვას თამაშის უფასო მოდი, რომლითაც გააკეთებთ პირიქით, შეეცდებით, რომ დაამარცხოთ ვირუსი.

როდესაც ეს მოდი ხელმისაწვდომი გახდება, ადამიანები შეძლებენ, რომ მართონ სახელმწიფოები, განავითარონ ჯანდაცვის სისტემები, შექმნან საკარანტინო ზონები, დახურონ საჯარო ადგილები, გააკონტროლონ სოციალური დისტანცირება და ა.შ. მოთამაშეები შეძლებენ, რომ ვირუსი დაამარცხონ იმ იარაღებით, რასაც დღესდღეობით იყენებ მსოფლიოში, კორონავირუსთან საბრძოლველად.

დეველოპერები მუშაობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ასევე გადარიცხეს ფონდში 250 000 აშშ დოლარი და სულ მალე უნდა ველოდოთ Plague Inc.-ის ამ განახლებას სრულიად უფასოდ.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე