×

Playstation 5-ის ტექნიკური დეტალები ცნობილია

Playstation 5-ის ტექნიკური დეტალები ცნობილია

ბევრის გასაკვირად, სონიმ გადაწყვიტა, რომ დრო იყო შემდეგი თაობის კონსოლზე სალაპარაკოდ და PS5-ის მთავარმა არქიტექტორმა, Wired-თან ინტერვიუში, დეტალურად ისაუბრა თუ რა ნაწილებით აეწყობა კონსოლი, როდის გამოვა იგი და რას უნდა ველოდოთ ზოგადად.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ კონსოლი არ გამოვა 2019 წელს, რასაც ხაზი გაუსვა მთავარმა არქიტექტორმა. სონი არც E3-ზე არ წარადგენს მას, შესაბამისად 2020 წლის მეოთხე კვარტლამდე შეიძლება ვერც კი ვიხილოთ Playstation 5.

შეიძლება ლოდინი გვიწევს, სამაგიეროდ, ინტერვიუს თანახმად, კომპანიისგან მონსტრს უნდა ველოდოთ. ახალი კონსოლი აგებული იქნება AMD Ryzen-ის მესამე თაობის პროცესორზე, რომელზეც მორგებული იქნება Radeon Navi-ს ვიდეო კარტის სპეციალური გამოშვება. ამ ვიდეო კარტას აქვს სხივების კვალის მოძებნის (Ray Tracing) სისტემა და რა თქმა უნდა 8K-ს მხარდაჭერა. დიახ, 8K-სი.

ახალ კონსოლს ექნება SSD (Solid State Drive). ჟურნალის დაკვირვებით Spider-Man-ის სწრაფ გადაადგილებს, PS4 Pro-ზე, ჭირდება მინიმუმ 15 წამი, ხოლო ახალი SSD-ით კი, ეს დრო შემცირდება 0.8 წამამდე.

ახლა კი, კარგი ამბავი დისკების მოყვარულთათვის, მომავალი თაობის კონსოლს ექნება მყარი დისკის ჩასადები და არ იქნება მხოლოდ დიჯიტალური პლატფორმა. ასევე, მშვენიერი ამბავია ის, რომ ახალ კონსოლს ექნება უკუთავსებადობა Playstation 4-ის თამაშებზე, რადგან მათ ერთნაირი არქიტექტურა აქვთ.

საინტერესოა, რომ ახალ კონსოლს ექნება ჩაშენებული 3D აუდიო სისტემა, რომელსაც არ დაჭირდება არანაირი დამატებითი ტექნიკა, როგორებიცაა ე.წ. Sound Bar და ა.შ.. Playstation 5-ისთვის გამოვა ახალი ვირტუალური ხედვის სათვალე PSVR2.

ბოლო ინფორმაციით კი ცნობილია, რომ სონიმ უკვე დაარიგა დეველოპერული კიტები კომპანიებში და ისინი უკვე მუშაობენ ახალი კონსოლის თამაშებზე. შეიძლება რამდენიმე თამაში ვნახოთ, როგორც Playstation 4-ზე, ასევე PS5-ზე (სახელი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ, დიდი ალბათობით უბრალოდ Playstation 5 ერქმევა).

4
დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
სონიმ, საკუთარი კონფერენცია E3-ს გარეშე ჩაატარა - Gameland Georgiaშემდეგი თაობის XBOX – Gaming – ლაბურატორიაშემდეგი თაობის Xbox იქნება სონის კონსოლზე ძლიერი - Gameland GeorgiaGrand Theft Auto 6 და სხვა ექსკლუზივები სონის მომავალ კონსოლზე - Gameland Georgia Recent comment authors
  გამოიწერეთ  
უახლესი უძველესი მაღალი შეფასებით
შემატყობინე
trackback

[…] გააკეთა Playstation 5-ის შესახებ, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ამ სტატიაში. მაგრამ, თუ დავუჯერებთ ონლაინ […]

trackback

[…] გააკეთა Playstation 5-ის შესახებ, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ამ სტატიაში. მაგრამ, თუ დავუჯერებთ ონლაინ […]