სიახლეები

Red Dead Redemption 2-ის გეიმფლეი ტრეილერი

როქსტარმა კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრა RDR2-ზე ახალ ნარატიულ ტრეილერში.

კომპანია ემზადება ლეგენდარული თამაშის გაგრძელების გამოსაშვებად და რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი, მით უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ თამაშის შესახებ.

ვიდეოში წარმოდგენილია Red Dead Redemption 2-ის ინტერაქტიული სამყარო. მოთამაშისთვის, მისიებისა და ბანდის გარდა, არის ძალიან ბევრი აქტივობები, რომელიც არამარტო გასართობი და საინტერესოა, უფრო აცოცხლებს ძველ დასავლეთს და უფრო მეტად აძლევს საშუალებას, რომ ჩაეფლოს არტურ მორგანის ისტორიაში. უფრო განვითარებულია თამაშის Dead Eye სისტემა, რომელსაც დაემატა ახალი ფუნქციები, რომლებსაც გახსნით თამაშის მსვლელობასთან ერთად.

თამაშში, მისიების გარეთ, შეძლებთ, რომ გაქურდოთ მაღაზიები, მატარებლები, ჩვეულებრივი ადამიანები და იცხოვროთ ისე, როგორც რეალურად ცხოვრობდნენ დამნაშავეები. ასევე, თქვენზე იქნება დამოკიდებული, მოკლათ თუ არა გარშემომყოფი ადამიანები. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული პაბები, პოკერის თამაშები და მეძავები. ამ ყველაფერს შეხვდებით RDR2-ის მასიურ სამყაროში.

Red Dead Redemtion 2-ის სხვა სიახლეებში, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დეველოპერები მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული თამაშის შექმნას ცდილობენ. ინტერაქტიული სამყაროს გარდა, ცხენსაც შეეტყობა ამინდის ცვლილება, მაგალითად, სიცივეში მისი სასქესო ორგანოები დაპატარავდება და პირიქით.

თამაში გამოვა 26 ოქტომბერს, მხოლდ Playstation 4 და Xbox One პლატფორმებზე.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *