სიახლეები

Red Dead Redemption 2-ის მესამე და შინაარსობრივი ტრეილერი

როგორც იქნა დადგა ნანატრი ჟამი, როქსტარმა გამოავლინა Red Dead Redemption 2-ის შინაარსობრივი ტრეილერი და მოგვცა პატარა დეტალებიც.

ტრეილერში ახსნილია ის პერიოდი, რომელშიც ვითარდება თამაშის მოქმედება – “1899 წელი, ველური დასავლეთი თითქმის მოითვინიერა ამერიკის მთავრობამ, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილნი არიან კოვბოები და მძარცველები.”

“ცუდად განვითარებული ძარცვის შემდეგ, არტურ მორგანი და ვან დერ ლინდეს ბანდა ვალდებულნი არიან, რომ გაიქცნენ. მათ კი დასდევენ ფედერალური აგენტები და დაქირავებული მონადირენი. მძარცველების ბანდა იძულებულია, რომ მოიპაროს, გაძარცვოს, იჩხუბოს და მოკლას კიდეც, რათა გადარჩეს. Red Dead Redemtpion 2 არის ეპიკური ისტორია თანამედროვე ხანის დასაწყისში.”

ტრეილერის მიხედვით, თამაში სწორედ ასეთი პერიოდის დამოკიდებულებას ასახავს პერსონაჟებში, როდესაც ისინი ნოსტალიგურად საუბრობენ ძველ დიდებებზე. ამ ისტორიებთან ერთად, ნაჩვენებია ადამიანი, რომელიც საგრძნობლად გაქვს RDR-ის მთავარ პროტაგონისტს, ჯონ მარსტონს, მაგრამ ის სახელით არ არის მოხსენიებული.

საინტერესოა გამოჩნდება თუ არა აქტიურად მარსტონი Red Dead Redemption 2-ში, რადგან თამაშის შინაარსი არის სხვა პერიოდზე, სხვა პერსონაჟებსა და სხვა ისტორიებზე.

Red Dead Redemption 2 გამოვა 2018 წლის 26 ოქტომბერს Playstation 4 და Xbox One პლატფორმებზე. იმედია, რომ თამაში კიდევ ერთხელ არ გადაიდება.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *