ვიდეოები

Red Dead Redemption 2 პირველი გეიმფლეი ვიდეო

Red Dead Redemption 2-ს გახსნილ და დიდ სამყაროსთან ერთად, ექნება სიღრმეებამდე დაყვანილი დეტალები.

გამოსვლამდე სამი თვით ადრე, როქსტარმა გვაღირსა თამაშის გეიმფლეი ვიდეო, თავისი კომენტარებით, სადაც ახსნილია თამაშის ძირითადი ელემენტები.

1899 წელი, ცივილიზაცია თანდათან უახლოვდება ველურ დასავლეთს, ხოლო ბანდიტებისა და სხვა დამნაშავეების ხანა ნელ-ნელა იწურება. მთავარი გმირი, არტურ მორგანი, ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფების მთავარი ლიდერია. თამაში გაგვაცნობს სწორედ იმ ბანდიტებს, რომლებმაც ცნობილი გახდა ჯონ მარტსონი, პირველი თამაშის მთავარი პროტაგონისტი. (მოქმედება ვითარდება პირველ ნაწილამდე)

კომენტარების თანახმად, მოთამაშეებს შეეძლებათ, რომ დაელაპარაკონ ვირტუალურად ყველას და გაიცნონ საკუთარი ჯგუფის წევრები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებთან საუბრის დროს მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს მთავარ ისტორიაზე. სწორედ ამ საუბრებით შეძლებთ ახალი მისიების დაწყებას და ვიდეოს თუ დავუჯერებთ, ხანდახან ყურადღებითაც უნდა იყოთ, რომ პასუხმა ჩხუბი არ გამოიწვიოს უცხოსთან.

როგორც ყველა ბანდას, თქვენც დაგჭირდებათ ბანაკი, რომელიც მუდმივად უნდა მოამარაგოთ საკვებითა და ფულით. RDR2 მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. სხვა პერსონაჟები დაიმახსოვრებენ თუ მათ მოუკლავთ ახლობელს. თქვენი გადასწყვეტია თუ როგორ ადამიანად ჩამოაყალიბებთ არტურ მორგანს.

სპეციალური ყურადღება ეთმობა ცხენებს. მათ გააჩნიათ საკუთარი ტემპერამენტები და სურვილები. მოთამაშემ უნდა აჭამოს და მოუაროს საკუთარ ცხენს, რომ დროთა მანძილზე სპეციალური კავშირი დაამყაროს მასთან. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ცხენის მოქნილობას, მისი მართვის დროს.

Red Dead Redemption 2 გამოვა 26 ოქტომბერს, ექსკლუზიურად სონისა და მაიკროსოფტის კონსოლებზე – Playstation 4, Xbox One.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *