Shadow of the Tomb Raider – პირველი სინემატიკური ტრეილერი

Square Enix-მა გამოავლინა პირველი სრული სინემატიკური ტრეილერი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.

სამწუხაროდ ტრეილერმა ჯერ არ მოგვცა გეიმფლეის ნახვის საშუალება, მაგრამ ვიცით, რომ Shadow of the Tomb Raider-ის მოქმედება განვითარდება სამხრეთ ამერიკაში და ლარას ყველაზე მძიმე თავგადასავალი ელის წინ.

თამაშის თემატიკა მოძრაობს მაიას ცივილიზაციის გარშემო და ლარა კროფტი დგას კაცობრიობის გადაშენების პრობლემის წინაშე. ამიტომ, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, ადამიანების გადასარჩენად.

გუშინ Square Enix-მა ჩაატარა ივენთი, სადაც რამდენიმე უცხოურმა მედიამ შეძლო, რომ ეთამაშა თამაშის დემო ვერსია. მათ განხილვებში, ყველაზე მეტად, ყურადღება გამახვილებულია თამაშის რეალისტურობასა და ბნელ მხარეზე. ლარა კროფტი აღარ არის პატარა შეშინებული ბავშვი და ის აღარ ცდილობს უბრალოდ დაკარგული ცივლიზაციის აღმოჩენას. ლარას მოქმედებებს აქვთ შესაბამისი შედეგები. ამასთან ერთად, თამაშის გეიმფლეიც უფრო სერიოზული და დახვეწილია, წინა ნაწილებთან შედარებით.

Shadow of the Tomb Raider გამოვა 2018 წლის 12 სექტემბერს PC, Playstation 4 და Xbox One პლატფორმებზე.

მოგწონთ სტატია?

7 1

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე