×

Spider-Man-ის მეორე ნაწილი შეიძლება 2021 წელს ვიხილოთ

Spider-Man-ის მეორე ნაწილი შეიძლება 2021 წელს ვიხილოთ

გასაკვირი არ არის, რომ მეგა პოპულარული და საოცრად წარმატებული Spider-Man-ის შემდეგ, თამაშის უკან მდგომი კომპანია Insomniac ახალ ნაწილზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, Playstation 4-ის ექსკლუზივი Spider-Man გახდა წლის თამაშის ნომინანტი და მიიღო ძალიან მაღალი შეფასებები როგორც ფანებისგან, ასევე კრიტიკოსებისგანაც. თამაშსაც ისეთი დასასრული ქონდა, რომ ძალიან რთულია არ ველოდებოდეთ მეორე ნაწილს მისგან.

ჯერ-ჯერობით, თვითონ Insomniac დუმს მომავალ გეგმებზე და ოფიციალურად არაფერს არ ადასტურებს, მაგრამ მასთან დაახლოებული პირები, როგორც ჩანს, ენას ვერ აჩერებენ.

იმრან ხანი, ცნობილი ჟურნალისტი და Game Informer-ის ყოფილი რედაქტორი, აცხადებს, რომ მან უკვე ბევრი რამ იცის სპაიდერ-მენის მეორე ნაწილის შესახებ, ამიტომ ბევრ ინფორმაციას ვერ გაამხელს: “მე უკვე ბევრი რამ ვიცი, შესაბამისად სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. Spider-Man 2 გამოვა იმაზე ადრე ვიდრე გვგონია. კომპანია დაუცდის Playstation 5-ის გამოსვლას და თამაში უნდა ვიხილოთ 2021 წლის საშობაო პერიოდამდე.”

შეგახსენებთ, რომ სონიმ აგვისტოში შეიძინა Insomniac-ის დეველოპერული კომპანია და გახადა ის AAA კლასის თამაშების დეველოპერად. ამასთან ერთად, Playstation 5-ის სატესტო პერფორმანსის ჩვენებების დროს, სონი ხშირად იყენებს Spider-Man-ს.

ვნახოთ რა იქნება შემდეგი ორი წლის განმავლობაში. რადგან 2020 წელს გამოდის ახალი კონსოლი, უნდა ველოდოთ, რომ E3 და სხვა მასშტაბურ კონფერენციები დატვირთული იქნება ინფორმაციებით ახალი თამაშების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე