Spider-Man Ps4-ის გამოსვლის თარიღი და სხვა დამატებითი ინფორმაციაც ცნობილია

მრავალთვიანი სპეკულაციებისა და ტიზერების შემდეგ, სონიმ და ინსომნიაკმა ოფიციალურად დააანონსეს Spider-Man-ის გამოსვლის თარიღი.

სონის ექსკლუზივი, თქვენი მეგობრული მეზობელი ადამიანი ობობა, გამოჩნდება 7 სექტემბერს, Playstation 4-ის ოჯახის (4, Slim, Pro) კონსოლებზე.

ამასთან ერთად, დეველოპერებმა ისაუბრეს შინაარსზე, გეიმფლეი ელემენტებსა და ზოგადად თამაშის სისტემებზე.

თამაში დატვირთული იქნება სპაიდერ-მენის კომიქსის მთავარი ბოროტმოქმედებებით: მისტერ ნეგატივი, კინგ-პინი, შოკერი, მარტორქა, სკორპიონი და ვულტური. მაგრამ, ჯერ უცნობია თუ რომლები იქნებიან მთავარ როლში და რომლები, უბრალოდ პატარა მისიების დროს. ამასთან ერთად, უკვე დაანონსებულია DLC, ახალი ისტორიითა და ახალი ბოროტებით.

საინტერესოა, რომ სიუჟეტურ რეჟიმში, მხოლოდ პიტერ პარკერი არ იქნება სათამაშო პერსონაჟი და მოთამაშე შეძლებს მერი ჯეინის გაკონტროლებას, რომელმაც იცის პიტერის საიდუმლოს შესახებ. ბიძია ბენი უკვე მკვდარია

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, Spider-Man-ის რუქა იქნება რამდენჯერმე უფრო დიდი, ვიდრე ინსომნიაკის ბოლო თამაში – Sunset Overdrive. ბოლო რამდენიმე თვიანი აჟიოტაჟის შედეგად, თამაშს არ ექნება არანაირი მიკროტრანზაქციები. პერსონაჟს ექნება კრაფტინგის სისტემა.

მოგწონთ სტატია?

8 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე