×

Star Wars Jedi: Fallen Order-ის შეფასებების შეჯამება

Star Wars Jedi: Fallen Order-ის შეფასებების შეჯამება

თამაშების ინდუსტრიაში, ვარსკვლავური ომების მონაწილეობა EA-ს გამომცემლობით, მეტწილად დამოკიდებული იყო Star Wars Jedi: Fallen Order-ზე, პირველი ორიგინალური სცენარისა და სიუჟეტური რეჟიმის მქონე თამაში ვარსკვლავური ომების სამყაროში, რამდნეიმე წლიანი ონლაინ პაუზის შემდეგ.

ამასთან ერთად, საკმაოდ მძიმე წლის შემდეგ, EA-ს ჰაერივით სჭირდებოდა რაღაც ახალი, რაც დაავიწყდება ხალხს Anthem-ის ტრაგედიას და საკმაოდ ჩავარდნილ Apex: Legends.

მიუხედავად მძიმე ტვირთისა, პირველადი შეფასებებით აშკარა ხდება, რომ Respawn Entertainment-მა არ დაგვაღალატა. შეფასებებიდან ირკვევა, რომ Star Wars Jedi: Fallen Order გვთავაზობს უნიკალურ ხედვას, როგორც ზოგადად თამაშების გეიმფლეიში, ასევე საკუთარი ისტორიით ვარკსვლავური ომების ქენონში.

თამაშის გეიმფლეი ინსპირაციას იღებს From Software-ის პოპულარული თამაშებისგან კერძოდ, Dark Souls, Bloodborne და Sekiro: Shadows Die Twice.

Star Wars Jedi: Fallen Order უკვე გამოვიდა და ხელმისაწვდომია Playstation 4, Xbox One, PC პლატფორმებზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე