Star Wars: Jedi Fallen Order პირველი ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

EA-მ საბოლოოდ გაამხილა კომპანიის საიდუმლო პროექტი და ბევრისთვის გასაკვირად (და ძალიან გასახარად) თამაში იქნება მკაცრად სიუჟეტური რეჟიმი, საინტერესო კომბატ ელემენტებითა და გეიმფლეით.

“არ ენდო არავის” – ეს არის Jedi Fallen Order-ის მამოძრავებელი სლოგანი, რომელსაც მთავარი პერსონაჟი ხშირად ხშირად იმეორებს ტრეილერში.

მთავარი პერსონაჟი, ჯედაი სტუდენტი – კალი, გადაურჩა მესამე ეპიზოდის ბოლოს გაცემულ ბრძანება 66-ს და მას კვალდაკვალ მისდევენ Star Wars ქენონის პოპულარული ბოროტმოქმედები, ინკვიზიტორები.

თამაშში დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული ლაითსეიბერზე და ახლო კომბატზე. ჭორების თანახმად, ამ ნაწილში Jedi Fallen Order გავს, სულ ახლად გამოსულ სეკიროს.

Star Wars: Jedi Fall Order გამოვა 2019 წლის 15 ნოემბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

loading...
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *