×

Star Was: Jedi Fallen Order შინაარსის დეტალები

Star Was: Jedi Fallen Order შინაარსის დეტალები

ვარსკვლავური ომების ახალ თამაშს ექნება მკაცრად სიუჟეტური რეჟიმი, არანაირი ონლაინ სისტემა და მიკროტრანზაქციები. კომპანიის განცხადებით, Jedi Fallen Order იქნება სუფთა სიუჟეტური რეჟიმი, სადაც თქვენ შეხვდებით Star Wars-ის სამყაროს ძველ პერსონაჟებს და გაიცნობთ ახლებსაც, უნიკალური ისტორიებით.

კალ კესტისი, რომელსაც თამაშობს კამერონ მონაგანი, არის ჯედაი სტუდენტი (პადავანი), რომელიც გადაურჩა მესამე ეპიზოდის ბოლოს გაცემულ ბრძანება 66-ს და ახლა გაურბის ინკვიზიტორებსა და ე.წ. Purge Trooper-ებს. “მოთამაშეებმა უნდა აღადგინონ კალის დამსხვრეული მეხსიერება, დაასრულონ ტრეინინგი და დახვეწონ ლაითსეიბერის კომბატი.”

Jedi Fall Order ფანებს გააცნობს ახალ ლოკაციებს ვარსკვლავური ომების სამყაროში, მათ შორის პლანეტა ბრაკას. რა თქმა უნდა, ასევე თამაშში გამოჩნდება კარგად ცნობილი ტერიტორიები, იარაღები და პერსონაჟები.

EA-ს ოფიციალური აღწერა:

“ისტორიის მანძილზე, კალი გაიჩენს ახალ კომპანიონებს, როგორიცაა მისტიკური ჩერე, ნაცნობ სახეებს და ერთგულ დროიდს BD-1. კალის გაქცევა იმპერიისგან, უფრო და უფრო სახიფათო ხდება, რადგან მას კუდში მისდევს მეორე და, ერთ-ერთი ელიტარული ინკვიზიტორი, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ მოკლას კალი. ხოლო ინკვიზიტორი ამ ყველაფერს აკეთებს Purge Trooper-ების დახმარებით. ისინი გაწვრთინლები არიან, რომ მოიძიონ ჯედაი და შემდეგ დაუძახონ ინკვიზიტორს.”

თამაში ყურადღებას ამახვილებს ჯედაიზე, მათ შესაძლებლობებსა და რა თქმა უდნა ლაითსეიბერზე. დეველოპერების განმარტებით, მოთამაშე გამოიყენებს ჯედაი ტრეინინგს, რომ შექმნან სხვადასხვა ტიპის საბრძოლო სისტემები, ლაითსეიბერის ინოვაციური კომბატ სისტემისა და Force-ის დახმარებით.

Star Wars: Jedi Fallen Order გამოვა 2019 წლის 15 ნოემბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე