×

Starfield და Elder Scrolls 6 არ იქნება 2019 წლის E3 კონფერენციაზე

Starfield და Elder Scrolls 6 არ იქნება 2019 წლის E3 კონფერენციაზე

შარშან, ფანების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, Bethesda-მ აჩვენა ახალი Elder Scrolls-ის 30 წამიანი ტიზერი და ბევრის გასაკვირად, წარადგინა სრულებით ახალი თამაში Starfield, რომლის შესახებაც არაფერი არ ვიცით.

კომპანიამ გააფრთხილა ფანები, რომ მინიმუმ ორი წელი არაფრის იმედი არ უნდა ქონოდათ და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება PAX East 2019-ზე, ბესეზდას დირექტორმა, ტოდ ჰოვარდმა:

სანამ ვინმე რამეს იკითხავს, გთხოვთ, რომ იქონიოთ მოთმინება. წინ კიდევ დიდი დროა. ეს თამაშები არ არის ის, რეებზეც ვილაპარაკებთ 2019 წლის E3-ზე. მოთმინება, გთხოვთ.

ტოდ ჰოვარდი

რაც ამ დროისთვის ვიცით, არის ის, რომ Starfield არის წარმოების სერიოზულ ფაზაში, სადაც თამაში უკვე შესაძლებელია, ხოლო Elder Scrolls 6 ჯერ მხოლოდ პრე-წარმოების პერიოდშია. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ თუ ორივე არა, ES6 მაინც, გამოვიდეს შემდეგი თაობის კონსოლებზე, რომლებზეც უკვე აქტიურად მუშაობენ სონიც და მაიკროსოფტიც და 2019 წლის ბოლომდე ცნობილი გახდება დეტალები მათ შესახებ.

იმედი ვიქონიოთ, რომ თუ ოფიციალურად არა, რაიმე სახის ინფორმაცია გავრცელდება ინტერნეტში და მეტი დეტალს ან იქნებ სურათებსაც (თუ ოცნებაა, მაშინ ოცნება იყოს) ვიხილავთ 2019 წლის მანძილზე. უკვე დროა, რომ Skyrim-ის ღირსეული შთამომავალი წარსდგეს საზოგადოების წინაშე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე