/ /

Telltale Games დაიხურა და დეველოპმენტი შეწყვიტა

სამწუხარო ამბავი მოხდა გეიმინგ ინდუსტრიაში ცოტა ხნის წინ. Telltale-მა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.

ბოლო რამდენიმე წელია Telltale-მა საკმაოდ კარგი სახელი მოიპოვა ფანებსა და ზოგადად ინდუსტრიაში. ერთ დროს, ინდი თამაშით – The Wolf Among Us-ით გაპოპულარებულმა კომპანიამ, დაიწყო კინო ინდუსტრიის მსხვილ კომპანიებთან მუშაობა და საკუთარ სტილში შექმნა თამაში Walking Dead-ისა და Game of Thrones-ის შესახებ. ამასთან ერთად, შექმნა თამაშები, როგორც მარველისთვის, ასევე DC-სთვისაც: Guardians of the Galaxy; Batman: The Enemy Within.

კომპანია გამოირჩეოდა და ცნობილი გახდა საკუთარი გეიმფლეი სტილითა და ნარატივზე გაკეთებული დიდი აქცენტით. საინტერესოა, როგორ მოახერხა გაკოტრება ისეთმა კომპანიამ, რომელსაც ასეთი სერიოზული ლიცენზიები ქონდა. პასუხი მარტივია: გაყიდვების სიმცირე.

Telltale Games-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ძალიან კარგი კონტენტისა და პოზიტიური ფიდბექის მიუხედავად, ეს ყველაფერი გაყიდვებში არ გადაიზარდა. ნარატიული სტილის თამაში ერთის მხრივ ძალიან საინტერესო და კარგია, მაგრამ მას საკუთარი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის, ეგრედ წოდებული Let’s Play ვიდეოები, რადგან მათი ყურების შემდეგ, ნარატივზე დაყრდნობილი თამაშის შეძენის სურვილი და მისი შინაარსის თამაშის სურვილი ხალხს აღარ აქვს.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რა ბედი ეწევათ სამომავლო თამაშებს, რომლებიც უკვე დეველოპმენტის ფაზაში იყვნენ. რამდენიმე კომპანიამ უკვე განაცხადა სურვილი, რომ მიიღოს Telltale-ის თანამშრომელთა ნაწილი და გასაკვირი არ იქნება, რომ თამაშებზეც დაიწყოს მალე საუბარი.

მოგწონთ სტატია?

18 2

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე