განხილვები

The Division განიხლვა

მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, Ubisoft-მა საბოლოოდ გამოუშვა ონლაინ მასიური შუთერი, რომელსაც გააჩნია სიუჟეტური რეჟიმის ელემენტებიც და ეხება როულ-ფლეინგის ჟანრსაც. პრიმიტიული შინაარსი, რომელიც გასაგებია ონლაინ შუთერისთვის და არც მოეთხოვება მეტი, მაგრამ სავალდებულოდ დამატებული შინაარსისადმი მიყოლა და მარტო თამაში უინტერესოს ხდის და აკნინებს The Division-ის ორიგინალურ არსს, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმი. საბოლოოდ თამაში აგებულია ორ ძირითად პრინციპზე და ელემენტებზე: მოთამაშე საყმაროს წინააღმდეგ და მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ. მაგრამ თამაშის ონლაინ რეჟიმი, ტაქტიკური შუთერი და ნამდვილად ძალიან ლამაზად გაკეთებული სეთინგი, ერთგვარად სასიამოვნოს ხდის თამაშს.

ნიუ-იორკში გავრცელდა, სპეციალურად შემუშავებული ვირუსი, რომელიც ძალიან მალე გადავიდა ადამიანიდან ადამიანზე და ამერიკის სახელმწიფოს მოუწია ქალაქის კარანტინში მოთავსება. მაგრამ ეს საკმარისი არ გადმოგა, საჭირო გახდა საიდუმლო დანაყოფის The Division-ის აგენტების გამოძახება, რომლებსაც ევალებათ, რომ აღმოფხვრან გავრცელებული ვირუსი, დააწყნარონ უცებ ამოხეთქილი ანარქია და ქაოსი და დაამყარონ სიმშვიდე ნიუ-იორკის ქუჩებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აგენტი ხართ თქვენ, საკუთარი ონლაინ კავშირის გარეთ არსებული ბაზით და ასევე ონლაინის გარეშე მისიებით.

თითქოს თამაში, რომელიც გაპიარებულია როგორ მასიური ონლაინ შუთერი, არ უნდა იყოს დიდად სიუჯეტური რეჟიმით და სინგლფლეიერით დატვირთული. მაგრამ ეს ასე ნადმვილად არ არის, The Division სავსეა მარტო ხეტიალით, მეორე ხარისხოვანი მისიებით და კომპიუტერის მიერ კონტროლირებადი პერსონაჟებით. ეს საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, რომ არ იყოს თამაშის შიდა სისტემა აგებული მთლიანად ონლაინ რეჟიმზე და თქვენ მიერ შესრულებული მისიები სრულებით არამიზანმიმართული არ იყოს, მხოლოდ კარგი სამკლაურის ან შარვლის მიღების იმედით. ცოტა ხნით მარტო ხეტიალი თითქმის დაცარიელებულ ნიუ-იორკში არც ისე სასიამოვნო ხდება, როდესაც ყოველ ნაბიჯზე მეორდებიან მტრები და მეორე ხარისხოვანი მისიებიც არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან. ერთადერთი პლიუსი რაც შეიძლება დაინახოთ მარტო თამაშში, არის Ubisoft-ის მიერ შექმნილი გარემო. ეტყობა, რომ კომპანია არ იშურებს დეველოპერებს სეთინგის შესაქმნელად, რაც აშკარაა მათ მიერ გამოშვებულ ბოლო თამაშებში. აქაც დიდი ხანი მიმდინარეობდა მუშაობა ქალაქზე, რომელიც თითქმის დეტალურად არის აღებული რეალური სამყაროდან. წარმოიდგინეთ, ელიტარული დანაყოფის წევრი, მიაბიჯებთ ნიუ-იორკის ნახევრად განადგურებულ და დაცარიელებულ ქუჩებში, მიტოვებული მანქანები, ისმის მხოლოდ ყრუ ექოს ხმა და ალაგ-ალაგ გაჭირვებაში მყოფის შემზარავი ამოძახილი, რომელსაც იცით, რომ ვერც კი დაეხმარებით. სეთინგი ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს სიმყუდროვე ირღვევა კონტექსტიდან ამოვარდნილი ბოტ-პერსონაჟებით, რომლებიც აღვიახსნილი ხარებივით მორბიან თქვენსკენ და ტაქტიკისა და ფრთხილი მოძრაობის გარეშე საკმაოდ რთულია მათი დამრაცხება. ის ფაქტიც, რომ ამხელა ქალაქში თითქმის არ მოიძებნება არანაირი რესურსი თუ ვინმე არ მოკალი, ცოტა არარეალურს ხდის გარემოს.

პერსონაჟი სამყაროს წინააღდეგ რეჟიმი არ შემოიფარგლება მხოლოდ ონლაინის გარეშე რეჟიმით. თუ რა თქმა უნდა კონსოლებზე გადაიხადეთ 60$ და ასევე ნაყიდი გაქვთ მათი Playstation Plus და Xbox Live Gold, ამ შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა მოთამაშეებს The Division-ის სამყაროში. აი აქ ხდება რეალურად თამაში საინტერესო. გარკვეული მისიები შეგიძლიათ შეასრულოთ სხვა მოთამაშეებთან ერთად და შექმნათ ერთგვარი კოალიცია მათთან ერთად, თუ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ონლაინ თამაშში, დებილები არ შეგხვდნენ და არ გაწამეს მთელი მისიის მანძილზე. შეუძლებელია მისიების რემბოსავით გავლა, უკან მოუხედავად წინ სვლა და ყველა და ყველაფრის განადგურება, საჭიროა ძალიან კარგი და სერიოზული ტაქტიკური ფიქრი, სხვაგარად ვერ გაუმკლავდებით მტრებს, თუნდაც ეს იყოს მისია ან ებრძოდეთ სხვა ადამიანებს, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდებით. მტრები ნამდვილად კარგად და მრავალფეროვნებით არიან შექმნილები, ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, ძლიერი და სუსტი ადგილი. მაგრამ ეგრედ წოდებული Boss Fight-ები ყოველი მისიის შემდეგ ძალიან მარტივია და მათ უბრალოდ გაძლიერებული რიგითი მტრის სახე აქვთ. უფრო საინტერესო ბოსამდე მისვლაა, როდესაც შეზღუდულ ტერიტორიაზე გიწევთ რამდენიმე მტერთან ერთად შერკინება და ჭკვიანურად ფიქრი თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ. (Gameland-ის რეკომენდაცია: თანაგუნდელებთან კონტაქტი აუცილებელია, ძალიან საჭიროა). ტყვიების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, მაგრამ რთულია სპეციალური სიცოცხლის მოსამატებელი კიტისა და ბომბების შენახვა, რის გამოც საინტერესო ბრძოლის შემდეგ უნდა დაიაროთ და ყველა ცხედრისგან აიღოთ ეს რესურსები. საბოლოოდ მოთამაშე სამყაროს წინააღმდეგ შეიძლება მარტივად აღიწეროს: როგორც ყველა სხვა თამაშში, კარგი ნივთების მოძებნა და მაღალ ლეველებზე ასვლა, მაგრამ როდესაც ძლიერ ზონაში გადადიხართ ეს ყველაფერი აზრს კარგავს.

The Division-ს ცალკეული მისიების გარდა აქვს სპეციალური ტერიტორია, ბნელი ზონა, რომელიც გამოყოფილია მოთამაშე სამყაროს წინააღმდეგ რეჟიმისიგან, მას გააჩნია საკუთარი დამოუკიდებელი ლეველები, მისიები და ბოტები. სწორედ აქ ჩნდება თამაშის მასიური ონლაინ შუთერის რეალური მხარე. ბნელი ზონა უკონტროლებელია, აქ შედის ყველა და ებრძვის ყველას. მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ, მოთამაშე ძალიან ძლიერი ბოტების წინააღმდეგ და ადგილი, რომელიც პიარდებოდა The Division-ში უკვე 2013 წლიდან. აქ არ არსებობენ მეგობრები, პარტნიორები, თანაგუნდელები, აქ ყველა თქვენი მტერია. მაშინაც კი, როდესაც შექმნით გუნდს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ზურგში მოგხვდეთ ტყვია, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ნივთები გაქვთ ან თქვეთითონ გადაწყვიტოთ, რომ ზურგი ესროლოდ ტყვია, მაგრამ ფრთხილად იყავით, მარტივად ვერავის ვერ მოიშორებთ. დიახ თუ თქვენ მოკვდით ბნელ ზონაში, დაკარგავთ ნივთების ძალიან დიდი რაოდენობას და ლეველებსაც, და თუ თქვენ დაიწყეთ ბრძოლა თქვენივე თანაგუნდელთან, დაგეწერებათ მოღალატის სტატუსი, რაც სხვებს გაუქრობს თქვენთან კონტაქტის სურვილს. მაგრამ რა თქმა უნდა ასეთი ერთ შანსიანი ტერიტორია არ არის ბნელი ზონა, თუ თქვენ შეაგროვებთ ბევრ ნივთს ჯობია, რომ მალე გააკეთთ ევაკუაცია, რომ დაბრუნდეთ უკვე ონლაინის გარეშე არესებულ ბაზაში და შეინახოთ ეს ნივთები ან გაყიდოთ და გააძლიეროთ პერსონაჟი, აღადგინოთ ბაზა, გახადოთ ნიუ-იორკი უკეთესი ადგილი. აქედან გამომდინარე, თქვენივე სიკეთისთვის ჯობია, რომ მეგობრებთან ერთად შეხვიდეთ ბნელ ზონაში, რომლებზეც იცით, რომ დიდი ალბათობით არ გიღალატებენ. მაგრამ მტერი მარტო სხვა მოთამაშე არაა ბნელ ზონაში, ბოტები, რომლებიც საგრძნობლად ძლიერები არიან, ისევ შეიძლება გამოჩნდენ ყოველ წამს და უსიამოვნება შეიტანონ თქვენს ცხოვრებაში, რადგან ბოტთან სიკვდილიც დაგაკარგვინებთ ყველა ნივთს, ამიტომ ფრთხილად იარეთ და მარტო ნუ იქნებით. მაგრამ რისკის გაწევა ღირს, რადგან ბნელი ზონა სავსეა ძალიან ძლიერი იარაღებით, დატვირთული ექშენით და დაძაბული გარემოთი, რომელიც მუდამ ფხიზლად დაგტოვებთ და სისხლის მოპოვებული ნივთების შენარჩუნების სურვილი ძალიან ფრთხილს და უნდობელს გაგხდით.

თამაშში ძალიან კარგად არის გაკეთებული პერსონაჟის განვითარების სისტემა, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მედიკი, ტექნიკოსი, ტანკი ან თაბანრად გადაანაწილოთ თქვენი ქულები და აბჯარი ყველაზე. ყველა მოპოვებულ ნივთს აქვს თავისი პლიუსი, მინუსი და ჯამური ქულა, შეიძლება ქულით ჯობდეს სხვა ნივთს, მაგრამ ამ უკანასკნელს ისეთი ფუნქცია ქონდეს, რაც თქვენ ძალიან გჭირდებათ. დიახ თქვენი საკუთარი ბაზა, რომელიც ყველა მოთამაშისთვის არის ინდივიდუალური, საჭიროებს გაძლიერებას და გაფართოებას. იგი დაყოფილია სამ მთავარ ნაწილად: სამედიცინო, თავდაცვა, ტექნიკური. სამივეს გაძლიერება მოგცემთ სხვადსხვა მისიებს სპეციალურ ქულებს, უკეთეს ნივთებს და პერსონაჟის გაძლიერების შესაძლებლობებს.

დასკვნა
The Division არის ძალიან კარგი ჩანაფიქრი, მაგრამ თამაშის მცდელობა, რომ მოიცვას ბევრი განსხვავებული ჟანრის სტილი, ტოვებს არეულობის შეგრძნებას. ფარმინგი და სიუჟეტური რეჟიმის სავალდებულო განვითარება, განმეორებადი მისიები უინტერესოს ხდის თამაშის მსვლელობას თუ მარტო გადაწყვეტთ მის თამაშს. ხოლო მასიური ონლაინ შუთერის არის ჩნდება მხოლოდ ბნელ ზონაში, რომელიც თავის მხრივ საერთოდ განსხვავებულ თამაშს გავს და შეიძლებოდა, რომ მხოლოდ ამ განხრით წასულიყო Ubisoft ან მოთამაშე სამყაროს წინააღმდეგ სისტემა დაეპატარავებინა და მისიების შესრულება სხვა მოთამაშეებთან სავალდებულოდ გაეხადა და არა კომფორტული, ძვირიანი არჩევანი. ბნელი ზონა, ლამაზი სამყარო და მშვენიერი პერსონაჟის სისტემა, ნამდვილად გაგიჩენთ თამაშის სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ელემენტები გარკვეულწილად დაგტანჯავთ.
7.3
კარგი

მოგწონთ სტატია?

0 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე