×

The Outer Worlds-ის ბოლო ტრეილერი გამოსვლამდე

The Outer Worlds-ის ბოლო ტრეილერი გამოსვლამდე

უკვე ბევი რამ ვიცით Obsidian Entertainment-ის თამაშზე, რომელიც შემდეგ კვირას გამოდის. გეიმინგ ინდუსტრიის ტრადიციის შესაბამისად, კომპანიამ ბოლო ტრეილერი გამოაქვეყნა თამაშის გამოსვლამდე ორი-სამი დღით ადრე.

The Outer Worlds არის Fallout: New Vegas-ის სულიერი გამგრძელებელი. დეველოპერები, რომლებიც მუშაობდნენ Fallout-ის ყველაზე კარგად ნაწილზე და ლეგენდად აღიარებულ თამაშზე, დაემშვიდობენ Bethesda-ს და ახალი კომპანიით შექმნეს თამაში, რომელიც დააკმაყოფილებს იმ გეიმერებს, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან Fallout-ის ბოლო წლების გამო.

The Outer Worlds გამოვა 22 ოქტომბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე და დროთა მანძილზე მას ვიხილავთ Nintendo Switch-ზეც.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე