×

The Witcher სერიალის ახალი ტრეილერი

The Witcher სერიალის ახალი ტრეილერი

რამდენიმე დღის წინ, ტიზერის შემდეგ, გამოვიდა The Witcher ნეტფლიქსის სერიალის ახალი ტრეილერი და დადასტურდა სერიალის გამოსვლის ოფიციალური თარიღი.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ტრეილერი გაახარებს თამაშის ფრენჩაიზის ფანების დიდ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გმირები, მათ შორის გერალტიც, დაფუძნებულია მკაცრად წიგნის გადმოცემაზე და არა CD Projekt Red-ის თავისებურ ვერსიაზე, ტრეილერშიც ჩანს, რომ არ თამაშის ფანებს არ ტოვებენ სცენარისტები იმედ გაცრუებულს (დიახ, აბაზანის სცენა).

სერიალის შოურანერის განცხადებით, The Witcher-ის სერიალი არის პერსონაჟებისა და ისტორიის მესამე, განსხვავებული და უნიკალური ვერსია.

ამასთან ერთად, ოფიციალური განცხადებით, The Witcher ნეტფლიქსზე გამოვა 20 დეკემბერს და პირდაპირ შევძლებთ პირველი სეზონის 8 სერიის ყურებას.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე