სიახლეები

Total War: Thee Kingdoms ანონსი და სინემატიკური ტრეილერი

პოპულარულმა სტრატეგიულმა ფრენჩაიზმა დააანონსა შემდეგი ნაწილი Total War-ში, რომლის მოქმედებაც განვითარდება 190 წელს, ჩინეთში.

დეველოპერული კომპანიის Creative Assembly-ს შარშანდელი დაპირების თანახმად, წელს დავისვენებთ Warhammer-ის სერიებისგან და ვიხილავთ ახალ ისტორიულ-სტრატეგიულ თამაშს, რომელიც, როგორც ჩანს, იტრიალებს 2000 წლის წინ არსებული ჩინეთის გარშემო.

ჯერ ცოტა რამ არ არის ცნობილი Total War: Three Kingdom-ის შესახებ, მაგრამ ტრეილერის თანახმად: “ჩინეთში დიდი არეულობაა. ხანის დინასტია ნელ-ნელა ნადგურდება  ბავშვი იმპერატორის ხელში. ეს უკანასკნელი უბრალოდ თოჯინაა, რომელსაც აკონტროლებს ტირანი დონგ ზუო. ეს არის ბრუტალური და ოპრესიული რეჟიმი და დონგ ზუოს ძალაუფლების ზრდასთან ერთად, იმპერიაში იზრდება ანარქიის საშიშროებაც.

“სამი გმირი, გაერთიანებული ტირანიის წინააღმდეგ, იწყებს ბრძოლას. მათ უერთდებიან ჩინეთის სხვადასხვა დიდი ოჯახები და იქმნება კოალიცია, რომელსაც აქვს მცირეოდენი შანსი, რომ შეებრძოლოს დონგ ზუოს. ნუთუ გაიმარჯვებენ ისინი? თუ პერსონალური ამბიციები დაამსხვრევს ამ კოალიციას? ჩინეთის მომავალს გადაწყვეტენ მხოლოდ მისი ჩემპიონები.

Total War: Three Kingdom-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ უნდა ველოდოთ 2018 წლის შემოდგომისთვის, PC პლატფორმისთვის.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *