×

Ubisoft-ს ბოდიშის მოხდა მოუწია AC: Odyssey-ს ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის გამო

Ubisoft-ს ბოდიშის მოხდა მოუწია AC: Odyssey-ს ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის გამო

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა კომპანიისთვის, ბოლო ასასინმა გაამართლა და მისი მომდევნო DLC-ებიც კარგ შეფასებებს იღებდნენ, სანამ Shadow Heritage DLC არ გამოვიდა.

Legacy of the Blade-ის დამატების მეორე ნაწილი შინაარსი აგებულია იმაზე, რომ მთავარი პერსონაჟი ალექსიოსი/კასანდრა მართავენ ჰეტეროსექუალურ ურთიერთობას და ამის შედეგად ჩნდება ბავშვი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა არჩევანი გაქვთ თამაშის დროს, ფინალი მაინც ასეთია. ამ ფაქტმა კი ძალიან გააღიზიანა ფანები, რადგან სწორედ არჩევანის შესაძლებლობით დაეწერა დიდი პლიუსი Odyssey-ს გამოსვლის დროს.

მოთამაშეები გაბრაზდნენ, რომ უბისოფთმა მოუკლა მათ არჩევნის საშუალება. მათი აზრით, კომპანიას არ უნდა დაეძალებინა ასეთი გადაწყვეტილება და შესაძლებელი იყო ყველაფერის ბავშვისა და ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის გარეშე დასრულება.

დასაწყისში უბისფოთმა ცადა, რომ მარტივად მოეგვარებინა პრობლემა და საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოთამაშეები ყველაფერს გაიგებდნენ Legacy of the Blade-ის მესამე ნაწილში და აიხსნებოდა თუ რატომ მიიღო მთავარმა პერსონაჟმა ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, დღეს კომპანიას მეორეჯერ მოუწია განცხადების გაკეთება, მას შემდეგ რაც ფანებმა დიდი ზეწოლა განახორციელეს მასზე და დავარდა აქციის ფასები:

“ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მოვიხადოთ ბოდიში იმ ურთიერთობის გამო, რომელიც განახორციელეს მთავარმა პერსონაჟებმა DLC-ში. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა მემკვიდრეობისა და შთამომავლობის მნიშვნელობა ასასინისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ დასახულს მიზანს სერიოზულად ავცდით. ალექსიოსი/კასანდრა ამ ყველაფერს უყურებდნენ, როგორც ვალდებულება და აუცილებლობა და არა როგორც რომანტიული ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ამის უკეთ გაყოფა.”

“ეს იყო ჩვენი გაკვეთილი, რომლისგანაც ბევრი ვისწავლეთ”.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, DLC-ის ფინალი ვეღარ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება იმ მიღწევის სახელწოდება, რომელსაც იღებს მოთამაშე ბავშვის გაჩენის დროს – Growing up (გაზრდა). ბევრმა ადამიანმა ეს მიიღო როგორც მითითება, რომ ბავშვის არ ყოლა ან ჰომოსექსუალიზმი არ არის ადამიანის გაზრდის გზა.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე