განხილვები

Uncharted 4: A Thief’s End განხილვა

როგორც ყველაფერს კარგს, ნათან დრეიკის ისტორიასაც აქვს დასასრული. სამწუხაროა, მაგრამ სტუდია Naughty Dog-მა გამოუშვა ბოლო Uncharted, ყოველ შეთმხვევაში ისეთი ნაწილი, სადაც ცნობილი არქეოლოგია მთავარი პროტაგონისტი. რა თქმა უნდა საჭირო იყო, ასეთი გენიალური ფრენჩაიზის გრანდიოზული ფინალი, რომელიც დააგვირგვინებდა სერიებს და სამუდამოდ ამოტვიფრავდა Uncharted-ის სახელს თამაშების ისტორიაში. დაწყებული მარკეტინგიდან ვხვდებოდით, რომ ეს არ იქნებოდა სტანდარტული დაკარგული ქალაქის პოვნის ან რაიმე მისტიკური ნივთის აღმოჩენისთვის განკუთვნილი მისია, Uncharted 4-ის გეგმას წარმოადგენდა, ნათანის ფსიქოლოგიის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევა, იმის ჩვენება თუ საიდან დაიწყო ყველაფერი და მისი ისტორიის ჯერ კიდევ ბევრი დეტალის ნახვა. ერთი სიტყვით, კომპანიისგან საჭირო იყო საკმაოდ სერიოზული ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, რათა შეექმნათ ნათან დრეიკის დუვიწყარი თავგადასავლების დასასრული. თითქმის ხუთ წლიანი მუშაობის შემდეგ, Naughty Dog-ს ეს ნამდვილად გამოუვიდა.

ნათანი გაიზარდა, მან ოჯახი და დოკუმენტებთან მუშაობა არჩია სახიფათო და მომაკვდინებელ თავგადასავლებს. ის და ელენა (Uncharted-ის ხანგრძლივი პერსონაჟი) მყუდრო სახლში ცხოვრობენ და თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ აშკარაა, რომ ნათანს ენატრება მოგზაურობა, ხიფათი და დატვირთული ექშენი. სწორედ ასეთ დროს, როდესაც მთავარი პროტაგონისტი ცდილობს ახალ გარემოსთან შეგუებას, ჩნდება მისი, თითქოსდა დიდი ხნის წინ მკვდარი ძმა, მექსიკური კარტელის ბოსთან სერიოზულ ვალში და მხოლოდ ნათანს, მის ძმას, რომელსაც სემი ენდობა მთელი თავისი სიცოცხლით, შეუძლია, რომ უშველოს და გადაარჩინოს. ახლა ნათანს და სემს ერთადერთი ვარიანტი აქვთ, განაგრძონ 15 წლის წინ შეწყვეტილი, მეკობრეების მთავარი კაპიტნის ჰენრი ეივერის მიერ გადამალული განძის, ძიება. მაგრამ ისინი არ არიან ეივერის განძის ერთადერთი მაძიებლები და ასე იწყება რბოლა ძმები დრეიკებისა და მულტი-მილიონერ რეიფს შორის.

ეს მოკლე ისტორია თუ რა ხდება თამაშში, რათა მკითხველი გაერკვას, თუ რასთან გვექნება საქმე. როგორც დასაწყისში ვთქვი – იდეალურობა დეტალებში იკვეთება. მთავარი სიუჟეტი იწყება ნათანის სახლში. მნიშვნელობა არ აქვს გითამაშიათ თუ არა Uncharted-ის წინა ნაწილები, ნამდვილად ვერ მოიწყენთ მანსარდაში სიარულით და იმის ნახვით თუ რა გამოიარა ნათანმა, რომ აქამდე მოეღწია. თითქოს დიდ აურზაურში ყველაფერი ძვირფასია, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი პატარ-პატარა დეტალებით არის სავსე. თამაში პირველივე წუთებიდან იწყებს მოთამაშეებთან გამომშვიდებას და ნოსტალგიის მოზღვავების საოცარ გრძნობა და სურვილი, რომ კიდევ ერთხელ გაიმეორო წინა ნაწილები, ხოლო თუ არასდროს არ გითამაშიათ, მაშინ უბრალოდ დააგემოვნოთ სხვებიც. იდეალურად არის წარმოდგენილი ნათანის გარშემო არსებული მყუდრო გარემო, მაგრამ მის ყველა ქმედებასა თუ სიტყვაში, წარსულში დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი,  უკმაყოფილება ამ სიმშვიდით და „იქნებ კიდევ ერთხელ გავისხენთ ყელაფერი“ დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი. იგი ცდილობს, ნამდვილად ცდილობს, რომ იყოს კარგი ქმარი და ქონდეს სტაბილური სამსახური, მაგრამ როგორც ჩანს, თავგადასავალს სისხლიდან ვერ ამოიღებ, უცებ ვერ გააქრობ იმას, რაც დაიწყო 14 წლის ასაკში შენ ძმასთან ერთად და რითაც უნდა დასრულდეს კიდეც საბოლოოდ ყველაფერი.

Uncharted 4-ს სწორედ ასეთი ემოციური ძაფები მიყვება მთელი თამაშის მანძილზე, როგორც ასეთივე პატარ-პატარა იდეალური დეტალებით არის სავსე მთელი თამაში. შინაარსი აღარ არის მორგებული რომელიმე მისტიკურ და ზებუნებრივ ნივთზე, ეს არის ისტორია ორ ძმას შორის, რამდენს გაწირავ საყვარელი ადამიანისთვის და რეალურთან ძალიან მიახლოებული მითი, აღარანაირი მაგიური ადამიანები და დაწყევლილი ქანდაკებები. ნათანისთვის ოქრო და განძეულობა მეორე ხარისხოვანია, მთავარია სემის გადარჩენა და გზაში დაკარგული ქალაქის აღმოჩენაც არ იქნება ცუდი. აქაც ჩანს თუ რამდენად შორს წავიდა თამაში წინებთან შედარებით, როგორი უფრო სერიოზული და მძიმეა, მიუხედავად ნათანის ძალიან კარგი სარკაზმისა. ყოველთვის განსხვავებულია, როდესაც თამაში მორგებულია ერთი პლატფორმისთვის. აშკარაა, რომ U4-ის სამყაროს შექმნას დიდი დრო დაეთმო. The Last of Us-ის შემდეგ, არ არის გასაკვირი Naughty Dog-სგან ასეთი მონდომება. რაც იქ იყო იდეალური, აქ გაორმაგებულად უკეთესია, თითქოს თითოეული დეტალი დამუშავებულია. ყველა სცენა, ყველა ტერიტორია იმსახურებს მოწონებას. თავისი წყობილებით და გრაფიკით. მაგალითად, რამდენიმე ნაწილის მოქმედება ვითარდება სახლში, სადაც უდაოდ ზედმიწევნით არის მოფიქრებული ყველაფერი. აქ აღარ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა სერიები ან სათავგადასავლო ექშენი, ეს უბრალოდ სილამაზეა, რომელზეც შეუძლებელია უარის თქმა. თითოეული ტერიტორია თავის მხრივ უნიკალურია და განსხვავებული გარემოა. ისინი სავსეა საინტერესო და გასართობი თავსატეხებით, არა იმდენად რთული, რომ იჯდე საათობით და თავი ურტყა კონსოლს, მაგრამ ისეთი, რომ გასართობი გახადოს ახლად აღმოჩენილ ჯურღმულებში ძრომიალი.

არ არსებობს სათავგადასავლო თამაში მტრების გარეშე და არც Uncharted 4-ია გამონაკლისი მილიონერი რეიფის მიერ დაქირავებული არმიით. ძირითადი გეიმფლეი არის ძალიან სწრაფად მოძრავი, კლდეებსა და კედლებზე ძრომიალი, რაც ძალიან სწრაფ და გასართობ რეჟიმშია გაკეთებული, თუნდაც მანქანის მთებში ტარება, რომელიც Arkham Knight-ის მსგავსად არ შეგაძულებთ მანქანის მართვას და საშუალებას მოგცემთ, რომ დატკბეთ გარემოთი. ნათანის არსენალი ძალიან მწირი და მარტივია: თოკი, მთავარი იარაღი და მეორადი იარაღი, სადაც მთავარი ყოველთვის პისტოლეტია, ხოლო მეორადი კი ავტომატური იარაღი. შეიძლება სუბიექტური აზრია, მაგრამ როგორც შუთერების მოყვარული, ვფიქრობ, რომ Uncharted 4-მა იდეალურად შეძლო, რომ ჩაესვა საბრძოლო ტერიტორიები იმდენი, რომ არ დაკარგულიყო ნათანის სახე, როგორც მკვლევარი და ისტორიკოსი. თითქმის ყველა ტერიტორიის გავლა შეიძლება ისე, რომ ან საერთოდ არ მოკლათ არავინ, ან ისე მოკლათ, რომ ვერავინ ვერ გაიგოს და გაცდეთ ადგილს (ორივე გზა და მათთან ერთად ბრუტალური ძალით ტურის გავლაც დატესტილია). ეს ყველაფერი კი საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას მატებს თამაშს.

ეს ყველაფერი ქმნის ერთ სრულყოფილ სწრაფად მოძრავ თამაშს, რომელიც ძალიან რთულად დაგავიწყდებათ და მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ფრენჩაიზის ფანი, გაგრძნობინებთ თავს, როგორც ნათან დრეიკის ოჯახის წევრს, მისი ყველა განცდა საბოლოოდ აისახება თქვენში და გაგიჩენთ მეტის მიღების სურვილის, პარალელურად კი დაგტოვებთ კმაყოფილს, თუ როგორ დასრულდა დრეიკის ისტორია. ამის შემდეგ უბრალოდ სისულელეც კი იქნება, რომ მეტი გამოვიდეს, რადგან ეს იდეალური დასასრული გაფუჭდება.

დასკვნა
Uncharted-მა ნამდვილად დაიმსახურა A Thief’s End როგორც ფინალური ნაწილი. მოლოდინები ყველასგან ძალიან მაღალი იყო და Naughty Dog-მა ნამდვილად არ დაგვაღალატა. ყველაფერი დაწყებული სახლში დადგმული ნივთებით, გეიმფლეი ელემენტებით და დამთავრებული განსხვავებული სტილის შინაარსობრივი წყობითა და თხრობით არის იდეალური. ეს აღარ არის უბრალოდ ბავშვური გართობა, აქ უფრო მეტი დევს ნათანისთვის ხაზზე. და ასე დასრულდა ისტორია, რომელიც მუდამ შემორჩება ხალხს.
კარგი
  • მარტივი და კარგი გეიმფლეი
  • საინტერესო თავსატეხები
  • გულისამაჩუყებელი ისტორია
  • ნათანისთვის იდეალური დასასრული
ცუდი
  • ბოლო ნაწილი Uncharted-ის სერიებში
10
იდეალური

მოგწონთ სტატია?

8 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე