განხილვები

Until Dawn განხილვა

8 თინეიჯერი, თოვლიანი და ტყიანი მთა, ღამე, შემაძრწუნებელი გარემო – Until Dawn-ს ყველაფერი აქვს „გაპაპსავებული“ ჰორორის ჟანრის ფილმისთვის, მაგრამ ერთი განსხვავებით: ფილმი ყოველთვის იცით როგორ დასრულდება, ხოლო თამაშში ყველაფერი თქვენს ხელთაა. ნებისმიერი გადწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, აისახება ფინალზე. 8 პერსონაჟი და თითოეული მათგანი თქვენი კონტროლის ქვეშ. Until Dawn არის პეპლის ეფექტის ზუსტი განმარტება – ყველა ნაბიჯს მოყვება თავისი შედეგი, შეუძლებელია წინასწარ გათვალო რა სიტუაციაში აღმოჩნდები ერთი ეპიზოდის შემდეგ. ცოცხალი პერსონაჟები და ნარატიული ისტორია, UD ნამდვილად გვთავაზობს ჰორორის ჟანრის თამაშის ახალ, განსხვავებულ სტილს. თამაშის რეალურად აღქმასა და შეგრძნებაში, დაგეხმარებიან თითონ გმირები, მსახიობები, მათი რეალისტური რეაქციები და შექმნილი სამყარო, ბნელი, გრანდიოზული, მაგრამ თან პატარა, დათქმული გზით. უცნაურად გესმით ალბათ, მაგრამ დრო და დრო ყველაფერს გაიგებთ.

საშინელი ტრაგედიის დატრიალებიდან, ზუსტად ერთ წელიწადში, მოზარდები გადაწყვეტენ, რომ დაბრუნდნენ მთებში, სადაც დაიღუპნენ მათი მეგობრები, მაგრამ მშვიდი და გასართობი ღამე ძალიან მალე სასტიკ და შემზარავ კოშმარად იქცევა. Until Dawn-ში აღებულია ყველა ის სცენა ფილმებიდან, რაც აქცევს მათ ჰორორად: პირველივე წუთებიდან მეგობრები იშლებიან და თავიანთ საქმეებზე მიდიან (ზოგი კარგზე, დიახ სწორედ იმას ვგულისხმობ.., ზოგი კი ცუდზე), ერთმანეთში მოსდით ბავშვური შელაპარაკებები შეყვარებულებთან და სიყვარულთან დაკავშირებით, ყველანი არიან გაბრაზებულნი და რაც მთავარია, გამქარალი აქვთ ყველანაირი შიშის ელემენტი, ყოველშემთხვევაში დასაწყისში მაინც. ერთი სიტყვით, ყველაფერია ფილმისთვის, რომელიც ერთ საღამოს დაგაკარგვინებდათ. ისტორიაც სწორედ არის მორგებული გარემოზე, საკუთარი ზებუნებრივი ელემენტებით, ღრმა მისტიკურობით და თამაშის დასრულების შემდეგ ტვინის ტკვილით: „ნეტა რა მხოდებოდა ასე რომ მექნა?“.

შინაარსს რაც ეხება, მოკლედ რომ ითქვას, ზედმეტად გაწელილია დაახლოებით 10 საათიან გეიმფლეიზე. პირველი ნაწილი ეთმობა კლასიკურ თინეიჯერები უძლეველი მანიაკის წინააღმდეგ სიუჟეტს, როდესაც გაქცევა თავის გადარჩენის ერთადერთი გზა, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა ბნელ, მისტიკურ ინდიელებელის ლეგენდას მონსტრებზე, რომლებიც მთაში, დაწყველილ მიწაზე, კანიბალიზმის შედეგად იბადებიან. პირველი ნაწილი საინტერესოა, სავსეა დამაბნეველი და დაძაბული სიუჟეტით, რომელიც არ მოგაბეზრებთ თავს თამაშის მანძილზე, პირიქით ბოლო მომენტამდე გაოცებულს და ინტერეს გღვივებულს დაგტოვებთ. მაგრამ შინაარსის მეორე ეტაპი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტი დამატებაა პირველის შემდეგ, თავისი მითოლოგიით და მონსტრებით და რაც ყველაზე ცუდია, მისახვედრი სიუჟეტით. შეიძლებოდა, რომ მითოლოგიური მონსტრების გარეშე დასრულებულიყო თამაში? კი. მოეწონებოდა ხალხს უფრო პატარა, მაგრამ ისტორიით დატვირთული პირველი ნაწილი მხოლოდ? კი.

Until Dawn არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული სხვა ჰორორის ჟანრის თამაშებისგან, მეტიც, საერთოდ ვერ დაიმსახურებდა პოპულარობას და/ან კაი შედეგებს, რომ არა საოცრად ინტეგრირებული პეპლის ეფექტი თამაშში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ თამაშის მანძილზე, ნებისმიერი გზა, რომელსაც აირჩევთ, გავლენას ახდენს თქვენს ფინალზე და აისახება გადარჩენილების რაოდენობაზე.  8 ადამიანი, უამრავი სხვადასხვა დასასრული – შეგიძლიათ ყველა გადაარჩინოთ და დაძლიოთ მისტიკური მთის ღამე, ან მხოლოდ ერთ პერსონაჟს მისცეთ ხსნა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თქვენს ხელთაა ნებისმიერი ნაბიჯი, თქვენ წყვეტთ ისტორიის რა ხაზი განვითარდება. ყველა ის სურვილი, რაც საშიში კინოს ყურების დროს გაგჩენიათ. ფიქრი, რომ ამ პერსონაჟის ადგილას საშიშ ბნელ დერეფანში არ წახვიდოდით , ეხლა უკვე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ და აისრულოთ ბავშვობის ოცნებები. მაგრამ ხანდახან ასეთი ბევრი არჩევანიც მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება, დამღლელია საათში ერთხელ იმის გადაწყვეტა თუ როგორ უნდა აძვრეთ კედელზე და ამის ასჯერ გამეორება იმიტომ, რომ უაზროდ გართულებულია პროცესი. თამაში სავსეა წამიერი გადაწყვეტილებებით, როდესაც დრო გეწურებათ და ძალიან მალე უნდა გააკეთოთ არჩევანი, მოკლათ თუ არ მოკლათ? გაიქცეთ თუ შეებრძოლოთ? საბოლოოდ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ხდება ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე. პეპლის ეფექტი ქმნის როგორც უსიამოვნოს, ასევე სასიამოვნო შეგრძნებას დასასრულს Until Dawn-ისთვის, იმიტომ, რომ თუ მოკვდა ვინმე ისეთი, ვინც მოგწონდათ, უკვე იცით, რომელ ეპიზოდში დაბრუნდეთ და რა ცვლილება შეიტანოთ გადაწყვეტილებაში, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ამ ცვლილებით გაწიროთ თქვენი მეორე საყვარელი პერსონაჟი. მაინც სასიამოვნოა, ყველაფერი თქვენი გადაწყვეტილების ქვეშ.

Image result for until dawn

დეველოპერებმა კარგად იზრუნეს გარემოს შექმნაზე და მოთამაშის მიერ კონტროლილებად სცენებზე. თქვენი სამოძრაო გზა შეიძლება წინასწარ არის დახაზული, მაგრამ სამყაროს დიზაინი საშუალებას არ მოგცემთ, რომ თავი შეზღუდულად იგრძნოთ. უბრალოდ ხანდახან ფიქსირებული კამერის სისტემა ცოტათი გასაბრაზებელი ხდება. ზამთრის გრანდიოზული სახლი, კიდევ უფრო დიდი სანატორიუმი, რომელთა ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ რვავე პერსონაჟი თავისუფლად დაეტიოს ერთ ოთახში და კიდევ ბევრი ადგილი დარჩეს. სწორედ ეს არის UD-ის სილამაზე – ბნელი, გრანდიოზული თოვლიანი სამყარო, სადაც იცი, რომ ნებისმიერ ნაბიჯს შეიძლება საშინელი შედეგი მოყვეს. მუდამ შიში, დაძაბულობა და რაც მთავარია ჰორორის ფილ… კი არადა თამაშისთვის – შესახტომი მომენტები, უბრალოდ რომ გული გაგისკდეთ. Supermassive Games-სა და Sony-ს აშკარად სურდათ, რომ მოთამაშეების მიერ მიღებული სიამოვნება ყოფილიყო მაქსიმალური, რის გამოც მათ აიყვანეს რეალურად კარგი მსახიობები და ათამაშეს მათ ყველა შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიიღოთ თამაშის მანძილზე. მსახიობების რეალისტური თამაში გითრევთ UD-ს მიერ შექმნილ გარემოში, მათი რექაციები ხდება თქვენი რეაქციები და გრძნობა, რომ ეს განცდები რეალურია, ქმნის უნიკალურ შეგრძნებას.

დასკვნა
Until Dawn-ს ნამდვილად შემოაქვს სიახლე ჰორორის ჟანრში, რის გამოც ვერ იგრძნობთ მოწყენილობას თამაშის მანძილზე. პეპლის ეფექტის ცნება და შექმნილი გარემო, მალევე გაგრძნობინებთ დაძაბულობას, შიშს და თან ფინალის ინტერესს, რის გამოც არ მოგინდებათ თამაშის შეწყვეტა. მაგრამ ყველაფერი იდეალური ვერ იქნება. სიუჟეტის ორ, ძალიან განსხვავებულ ნაწილებად დაყოფა არც ისე სასიამოვნოს ქმნის თამაშს და პირველში მშვენივრად შექმნილი სიუჟეტი, ჩრდილავს მეორეს მარტივად მისახვედრ და ზემდეტად ზებუნებრივ შინაარს. რა თქმა უნდა შეიძლებოდა უკეთესის შექმნა, მაგრამ პირველი ექსპერიმენტალური ცდისთვის ძალიან კარგი შედეგია, მიუხედავად თავისი პრობლემებისა. UD-ს აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც სხვებს არ გააჩნიათ.
8.4
ძალიან კარგი

მოგწონთ სტატია?

4 2

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე