Valve-მა შეიძინა Firewatch-ის დეველოპერული კომპანია

კომპანია Campo Santo ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს არსებობას და ახალ თამაშზე მუშაობას.

როგორც ჩანს, ვალვი ასრულებას საკუთარ პირობას, რომ ისინი მუშაობენ ახალი თამაშების გამოშვებაზე. მაგრამ, ეს არ ხდება ისე, როგორც ალბათ ბევრ თქვენგანს ეგონა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ვალვმა შეიძინა 2016 წლის ინდი ჰიტის Firewatch-ის დეველოპერული კომპანია Campo Santo, რომელიც დაკომპლექტებულია 12 კაციანი ჯგუფით. Firewatch-მა ინდი დეველოპმენტის მიუხედავად, შეძლო, რომ 2 წლის წინ, გამხდარიყო მეინსტრიმ გეიმინგ მედიას სალაპარაკო თემა და მან მოიპოვა ძალიან მაღალი შეფასებები.

მაგრამ, დეველოპერულმა კომაპნიამ დაამშვიდა საკუთარი ფანები, რომ ისინი დამოუკიდებლად მუშაობას განაგრძობენ უკვე დაანონსებულ თამაშზე – In the Valley of Gods: “ჩვენ შევთანხმდით, რომ შევუერთდეთ კომპანია ვალვს, სადაც განვაგრძობთ ჩვენ მუშაობას, როგორც გეიმ დეველოპერები, საკუთარ პროექტზე.” უბრალოდ ეს მუშაობა სან-ფრანცისკოდან, გადაინაცვლებს ვაშინგტონში.

როგორც ჩანს, გეიბ ნიუელი არ ხუმრობდა, როდესაც თქვა, რომ კომპანია დაიწყებდა თამაშების გამოშვებას, მაგრამ გეიმერებს მაინც სხვა რამ ეგონათ გეიბის მესიჯში. დიდი ნაწილი თვლიდა და ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ კომპანია თითონ დაიწყებს დეველოპმენტს ახალ თამაშებზე, ან გამოუშვებს ძველები ვფრენჩაიზების გაგრძელებას. იმედია, რომ დროთა მანძილზე ამასაც ვიხილავთ ვალვისგან.

მოგწონთ სტატია?

7 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე