×

Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 გამოსვლის თარიღი გადაიდო

Vampire: The Masquerade – Bloodlines 2 გამოსვლის თარიღი გადაიდო

სამწუხაროდ, ვამპირის სერიების ფანებს კიდევ მოუწევთ მოცდა ახალი თამაშის სანახავად. მაგრამ, სადაც 15 წელი პირველი სერიის გამოშვების შემდეგ, იქაც რამდენიმე თვე არაუშავს.

გამომცემელმა და დეველოპერულმა კომპანიებმა გააკეთეს ოფიციალური განცხადება გამოსვლის თარიღი გადადებასთან დაკავშირებით, მოიხადეს ბოდიში, მაგრამ განმარტეს თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება: “ბოლო სამ წელიწადზე მეტია ჩვენ ვცდილობთ, რომ შექვმნათ Bloodlines 1-ის ღირსეული გაგრძელება. მაგრამ, დიდებულ ამბიციებთან ერთად გვსურს, რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომე, რაც თან ახლდა პირველ ნაწილს. დღეს, ჩვენ უნდა მივიღოთ მძიმე გადაწყვეტილება და გადავდოთ Bloodlines 2-ის გამოსვლის თარიღი. Vampire: The Masquerade – Bloodlines 2-ს მაინც იხილავთ 2020 წელს, მაგრამ პირველი კვარტალის ნაცვლად, წლის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს Vampire: The Masquerade – Bloodlines გამოვიდა ძლიერ კონკურენტებთან ერთად და მიხუდავად იმისა, რომ კრიტიკოსები აქებდნენ შინაარს, გეიმფლეის ტექნიკური პრობლემები იმდენად დიდი იყო, რომ თამაში ოფიციალურად ჩავარდა. მაგრამ, მან შეძლო, რომ მოეგო ფანების გული და დროთა მანძილზე Bloodlines 1 კლასიკად შევიდა ისტორიაში.

როგორც ჩანს, დეველოპერებს კარგად ახსოვთ წარსული და ეშინიათ იგივეს გამეორების. “ჩვენ გვაქვს ვალდებულბა, რომ თავიდან ავირიდოთ პრობლემები და არ გამოვუშვათ თამში ადრე, რაც დაემართა პირველ ნაწილს.

ampire: The Masquerade – Bloodlines 2 გამოვა 2020 წლის ბოლოსკენ PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე