/ /

Walmart-მა გაჟონა E3-ზე დასაანონსებელი თამაშები

E3-ზე დასაანონსებელ თამაშებს კომპანიები, რამდენიმე თვის მანძილზე, ძალიან მკაცრად ინახავენ საიდმულოდ, რათა შეძლონ ფანების გაოცება და საინტერესო სიურპრიზების მოწყობს. წელს კი Walmart-მა დაასრულა ეს ტრადიცია.

პოპულარულმა მაღაზიათა ქსელმა – Walmart-მა, შემთხვევით განაახლა საკუთარი კანადური ონლაინ მაღაზია, სადაც, რამდენიმე წუთის მანძილზე ჩანდა უახლოეს მომავალში გასაყიდი თამაშები, მათ შორის ძალიან ბევრი კი დაანონსებულიც კი არ არის. თამაშების სიაში შედიან: Gears of War 5, Just Cause 4, ახალი Splinter Cell და Rage 2. ფაქტია, რომ ასეთი მაგნიტუდის თამაშებისთვის არსებობს სწორედ E3, როდესაც გიგანტი გეიმინგ კომპანიები აანონსებენ მათ სამომავლო გეგმებს. “ვოლმარტის” სიაში ჩანს ისეთი თამაშები, როგორებიცაა Borderlands 3, ახალი Assassin’s Creed, Forza Horizon 5. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ სურათზე:

ჯერ-ჯერობით არ არსებობს ოფიციალური ყდები დისკებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურათაზე მოცემული თამაშები ტყუილია. გაჟონილი ინფორმაციის სიმართლე გარკვეულწილად დაადასტურა RAGE-მა, როდესაც შეუსწორა “ვოლმარტს” Rage 2-ის შესახებ ინფორმაცია:

E3 ჩატარდება ლოს ანჯელესში 12-14 ივნისს და პრეზენტაციით წარსდგებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Bethesda, Electronic Arts, Microsoft, Ubisoft, Sony, და Nintendo. თუ გაჟონილი თამაშების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ბევრს აღარც დაამატებენ პრეზენტაციებში (ყოველ შემთხვევაში AAA თამაშები ამაზე მეტი იშვიათად არის ხოლმე E3-ზე). რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ სწორედ ამ პრეზენტაციების დროს გაემხილათ ახალი თამაშები, მაგრამ ასეც არაუშავს, ტრეილერები და ცხელ-ცხელი ინფორმაციები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

მოგწონთ სტატია?

3 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე