×

Witcher-ის ანიმე იქნება ვეზიმირის შესახებ

Witcher-ის ანიმე იქნება ვეზიმირის შესახებ

ნეტფლიქსის ვიჩერის სერიალმა, ჰენრი კავილის მსახიობობით, დაამხო ყველა სტრიმინგ სერვისის რეკორდი. მან შეძლო და აჯობა დისნეის “მანდალორიელსაც”. როგორც ჩანს, ნეტფლიქსი აპირებს, რომ ამ პოპულარობის ხარჯზე მეტი მოგება ნახოს და მხედვარის მეორე სეზონთან ერთად, დააანონსა ანიმე, ვიჩერის სამყაროს ახალი ნაწილი.

დღეს, ნეტფლიქსმა უფრო მეტი დეტალი გაანდო მოლოდინში მყოფ საზოგადოებას და დაადასტურა ჭორი, რომ ანიმეს მთავარი პროტაგონისტი არა გერალტი, არამედ მისი მენტორი, ვესიმირი იქნება. ამ დრომდე, ვესიმირი მხოლოდ ხმით წარსდგა ეკრანებზე, როდესაც მხედვარის ერთ-ერთ სერიაში გერალტმა გაიხსენა თუ როგორ დაიწყო მისი ვიჩერული გზა.

ანიმეს ოფიციალური აღწერა კი ასეთია: დიდი ხნით ადრე, სანამ დაიწყებდა გერალტის გაწრთვნას, ვესიმირი თითონ იწყებს მხედვარის გზას, როდესაც მას აიყვანს მისტიკური დეგლანი, სიურპრიზის კანონის თანახმად.

ანიმეზე მუშაობენ მხედვარის სერიალის შემქმნელები და ავატარის უკან მდგომი კორეული ანიმე კომპანია, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის იმედებს გაამართლებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა დროს გამოვა მხედვარის ანიმე. ვიცით, რომ 2021 წელა ვიხილავთ მხედვარის მეორე სეზონს, მაგრამ ანიმეს გამოსვლის თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები უცნობია.

გამოიწერეთ
შემატყობინე
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments